FT: რუსეთის არმიის დანაკარგები უკრაინაში იზრდება, ფრონტის კოლაფსის შანსი მცირეა
რუსეთის არმიის დანაკარგები უკრაინის წინააღმდეგ ომში ბოლო თვეების განმავლობაში მკვეთრად იზრდება, რაც ამცირებს ფრონტის ჩამოშლის საფრთხეს.
ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინელ, ევროპელ წყაროებსა და ავტორიტეტული სამხედრო ექსპერტების ანალიზზე დაყრდნობით Financial Times ავრცელებს.
- წყაროების ცნობით, დანაკარგების არსებული ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში რუსეთს გაუჭირდება შეტევითი ოპერაციების შენარჩუნება არსებული ტემპით.
- ცალკეული მიმართულებებით რუსეთის არმიის წინსვლის ტემპი ჩამორჩება სომის ბრძოლაში ფრანკო-ბრიტანული ჯარებისას, რომელიც პირველი მსოფლიო ომის ერთ-ერთ ყველაზე სისხლიან ეპიზოდად მიიჩნევა.
ჩაშლილად: ახალი მასშტაბური იერიშის შესაძლებლობას ამცირებს ისიც, რომ უპრეცედენტოდ გაზრდილი ფინანსური ბონუსების მიუხედავად, რუსეთის არმიაში რეკრუტირებულთა რიცხვი სტაგნაციას განიცდის.
- ომის თითქმის 4 წლის განმავლობაში რეკორდულად მაღალია დეზერტირების რაოდენობაც - ამის შესახებ OSINT პროექტის, Frontellinteligence-ის მიერ მომზადებულ ანგარიშშია საუბარი.
- "პუტინის ფსონი იყო, რომ ფრონტის მთელ გაყოლებაზე წნეხის შენარჩუნებით უკრაინული მხარე ჩამოიშლებოდა, მაგრამ მეთოდი, რომლითაცც რუსეთის არმია მოქმედებს ვერ უზრუნველყოფს ოპერაციულად მნიშვნელოვან გარღვევას"- ამბობს კარნეგის ფონდის სამხედრო ანალიტიკოსი, მაიკლ კოფმანი.
- მისი თქმით, არმიაში რეკრუტირების მაჩვენებლები მიუთითებს, რომ რუსეთს გაუჭირდება არსებული წნეხის შენარჩუნება.
მეორე მხარე: თავის მხრივ, ცოცხალი ძალის კიდევ უფრო მწვავე უკმარისობას განიცდის უკრაინული არმია, რის ფონზეც შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა იძულებულია პრიორიტეტი მიანიჭოს ფრონტის ცალკეულ, უფრო მნიშვნელოვან მიმართულებებეს და ალაგ-ალაგ მცირე კონტრშეტევებზეც გადავიდნენ.
- ZSU-ს მთავარსადლის, ოლექსანდრ სირსკის ცნობით, გასულ წელს რუსეთის არმიამ ახალი რეკრუტირებული ჯარისკაცების 90% დანაკარგების ჩასანაცვლებლად გამოიყენა.
დაეწიე ამბავს: გასულ დეკემბერში მაღალი რანგის სამხედრო მეთაურებთან შეხვედრისას ვლადიმირ პუტინმა რამდენიმეჯერ განაცხადა, რომ რუსეთის იერიში "გეგმაზომიერად" მიმდინარეობს და რომ თუ მოლაპარაკებებით ვერ, რუსეთი ე.წ. "სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნებს ბრძოლის ველზე მიაღწევს."
- დამოუკიდებელი ანალიტიკოსების შეფასებით, რუსეთის არმია წინ მიიწევს, მაგრამ პროგრესის ტემპი საჭიროზე გაცილებით მცირე, ხოლო ფასი რეკორდულად მაღალია.
- საერთაშორისო და სტრატეგიული კვლვების ცენტრის ანალიზის მიხედვით, 2024 წლიდან მოყოლებული რუსეთის არმიის წინსვლის ყოველდღიური ტემპი 15-დან 70 მეტრამდე მერყეობს, რაც ბოლო 100 წლის განმავლობაში მომხდარი ომების ისტორიაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
- ამავე ანალიზის მიხედვით, უკრაინაში მოკლული რუსი ჯარისკაცების რიცხვი 325 ათასს აღამატება, რაც უფრო მეტია, ვიდრე სსრკ-ს და რუსეთის ფედერაციის დანაკარგები ყველაზე კონფლიქტში ჯამურად მეორე მსოფლიოს შემდეგ.
- საოკუპაციო არმიის დანაკარგები გასულ თვეებში კიდევ უფრო გაიზარდა, უკრაინული წყაროების ცნობით, მაჩვენებელი ყოველთვიურად 30-35 ათასის ფარგლებშია, მსგავსია ევროპული სადაზვერვო უწყებების მონაცემებიც.
სტრიქონებს შორის: საოკუპაციო არმიის დანაკარგების ზრდის მთავარი მიზეზი უკრაინის მიერ დრონების მასობრივი გამოყენებაა.
- ლატვიის დაზვერვის სამსახურის შეფასებით, ამ მომენტისთვის ცოცხალ ძალის დანაკარგების 70-80% ორივე მხარეს სწორედ დრონებზე მოდის.
- ამას ხელს უწყობს საოკუპაციო არმიის ბრძოლის ტაქტიკაც, რომელიც ძირითადად მცირე ქვეითი ჯგუფების გამოყენებას გულისხმობს და ნაკლები სიფრთხილით ეკიდება ჯარისკაცის სიცოცხლეს.
- მასშტაბური მექანიზებული შეტევების ნაცვლად რუსეთი ცდილობს უკრაინულ ფრონტში ქვეითთა მცირე დაჯგუფებებით ინფილტრაციას - "არსებითად რუსები ომის საწყის პერიოდში ჯავშატექნიკაში განცდილ დანაკარგებს ცოცხალი ძალის სიჭარბით ანაცვლებენ"- ამბობს მაიკლ კოფმანი.
ახლო ხედით: არმიასთან კონტრაქტის მსურველთა რაოდენობის კლების ფონზე რუსეთის სხვადასხვა რეგიონებმა გასულ წელს რამდენიმეჯერ მკვეთრად გაზარდეს ფინანსური ბონუსები.
- ხანტი-მანსკიის ოლქში, რომელიც ქვეყანაში ნავთობის უმსხვილესი მწარმოებელი რეგიონია არმიასთან კონტრაქტის სანაცვლოდ 4.1 მილიონ რუბლს იხდიან (54 ათასი დოლარი) - ქვეყანაში საშუალო მაჩვენებელი კი 2.5 მილიონი რუბლია.
- ჯამურად, ერთჯერად ბონუსებზე რუსეთის ბიუჯეტიდან გასულ წელს მშპ-ს 0.5% დახარჯა - ამ ფონზე, ფედერალური და რეგიონული ხელისუფლება თანხების დაზოგვას სხვადასხვა მეთოდით ცდილობს.
- მაგალითად გასულ თვეებში აიკრძალა ერთჯერადი მსხვილი კომპენსაციების გადახდა იმ მებრძოლების ოჯახის წევრებისთვის, რომლებიც უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევიან და ოფიციალურად არ არიან აღიარებული დაღუპულებად.
კონტექსტი: არსებული ერთჯერადი ბონუსები რუსეთის არაერთ რეგიონში რამდენიმე წლის საშუალო ხელფასს უტოლდება, რაც ახალი ჯარისკაცების რეკრუტირებისტვის ნოყიერ ნიადაგს იძლევა.
- ეს განსაკუთრებით აქტუალური ქვეყნის ყველაზე ღარიბ რეგიონებში - დამოუკიდებელი გამოცემა The Bell-ის ანგარიშის მიხედვით, ისეთი რეგიონების მაცხოვრებლებს როგორებიცაა: ტივა, იაკუტია, ბურიატეთი უკრაინაში დაღუპვის 25-ჯერ უფრო მეტი შანსი აქვთ, ვიდრე მოსკოველებს.