მაკრონმა აშშ-ს მოუწოდა, რუსეთს ახალი სანქციები დაუწესოს

სინგაპურიში ვიზიტსას, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწოდა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესოს, თუ აგრესორი ქვეყანა აჩვენებს, რომ "მზად არ არის მშვიდობისთვის."
State Of Play: რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასასრულებლად მოლაპარაკებების მეორე რაუნდის შესახებ კითხვაზე, მაკრონმა თქვა, რომ ვაშინგტონმა უნდა დაადასტუროს თავისი ერთგულება მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების მიმართ, თუ რუსეთი დაადასტურებს, რომ "მზად არ არის მშვიდობისთვის."
- საფრანგეთის ლიდერის თქმით, ეს იქნება "ამერიკელების ნდობის გამოცდა."
- "პრეზიდენტ ტრამპს 48 საათის წინ ვესაუბრე და მან გამოხატა თავისი მოუთმენლობა. ახლა საკითხავია, რას ვიზამთ ამასთან დაკავშირებით? ჩვენ (ევროპელები - რედ.) მზად ვართ." - აღნიშნა მაკრონმა.
- ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ევროპულ პოზიციაზე საუბრისას საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა: "ისინი (ევროპის ქვეყნების პოზიციები - რედ.) თანმიმდევრული და სანდოა... ჩვენ არ შეცვლილვართ, კვლავ გვჯერა საერთაშორისო წესრიგის, თანამშრომლობის, ღია ვაჭრობის და წესების პატივისცემის."
Big Picture: რუსეთის ბოლო განცხადებებისა და უკრაინის წინააღმდეგ საჰაერო თავდასხმების გააქტიურების ფონზე, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მანამდე განაცხადა, რომ განიხილავს რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების შემოღების შესაძლებლობას.
- მაგრამ მოგვიანებით ტრამპმა განაცხადა, რომ თავს შეიკავებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისგან, თუ ჩათვლის, რომ ამან შეიძლება ხელის შეუშალოს შეთანხმების მიღწევას.