გაზეთის წყაროებით ბოლო სატელეფონო საუბარში პუტინის მიერ გაჟღერებული მოთხოვნები ოდნავ ნაკლებად ამბიციურია, ვიდრე მის მიერ ალასკაში გამართულ შეხვედრაზე, როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა ნაწილობრივ ოკუპირებული ოთხივე ოლქიდან მოითხოვა უკრაინული არმიის გაყვანა.
დასავლური მედიები თავიანთ წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ შეხვედრამ დაძაბულ ატმოსფეროში ჩაიარა და უკრაინული მხარისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა ამერიკელი პრეზიდენტის შეცვლილი განწყობა.
ამის შესახებ ინფორმაციას საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Financial Times ავრცელებს - წყაროების შეფასებით, პუტინის ისტორიულმა წიაღვსლამ ტრამპი გააღიზიანა და სწორედ ეს გახდა შეხვედრის შემდეგ დაგეგმილი საქმიანი სადილის გაუქმების მიზეზი.