ამერიკული დაზვერვის შეფასებით, უკრაინელები შეძლებენ ფრონტის გარღვევას, მაგრამ მათი წინსვლის პოტენციალი ქალაქ მელიტოპილიდან რამდენიმე კილომეტრში ამოიწურება.
რიცხვებიდან ჩანს, რომ რუსეთის დანაკარგები მნიშვნელოვნად აღემატება უკრაინისას, მაგრამ სპეციალისტები ხაზს უსვამენ რუსეთის სამობილიზაციო რესურსის სიჭარბეს.
სამხრეთში უკრაინის არმიის მზარდი წნეხის ფონზე, ჩრდილოეთში იერიშის აწარმოებს რუსეთის არმია.
როგორც ჩანს, ფრონტზე გადამწყვეტი ბრძოლები ახლოვდება და ვითარება სწრაფად იცვლება.
ამ მონაკვეთზე ფრონტის გარღვევის შემთხვევაში, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაეხსნებათ უმოკლესი გზა აზოვის ზღვის სანაპირომდე, კერძოდ ოკუპირებულ მელიტიპოლამდე და ბერდიანსკამდე.
ურაჟაინოე ფრონტის ამ მონაკვეთზე, რუსეთის თავდაცვის ძირითად ხაზთან მდებარე დასახლებაა, საიდანაც ოკუპანტების ძირითად გამაგრებულ ხაზამდე მანძილი 10-12 კილომეტრია.