2021-2024 წლებში საექსპორტო კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციაზე რუსეთისთვის ფასები 87%-ით არის გაზრდილი, ხოლო სხვა ქვეყნებისთვი იმავე პროდუქცია ფასის ზრდა 9%-ს არ აღემატება.
მიუხედავად ამისა, უკრაინელებმა შეძლეს ტრამპის გადარწმუნება მხარი დაეჭირა კონფლიქტის არსებულ ფრონტის ხაზებზე გაყინვას - მოგვიანებით მსგავსი პოზიცია დააფიქსირა ამერიკელმა პრეზიდენტმა შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ პოსტშიც.
ამის შესახებ ინფორმაციას საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Financial Times ავრცელებს - წყაროების შეფასებით, პუტინის ისტორიულმა წიაღვსლამ ტრამპი გააღიზიანა და სწორედ ეს გახდა შეხვედრის შემდეგ დაგეგმილი საქმიანი სადილის გაუქმების მიზეზი.
გასული აგვისტოს მონაცემებით რუსეთის ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდების მაჩვენებელი საგრძნობლად გაზრდილი იყო და 37%-ს შეადგენდა, თუმცა სექტემბრის მონაცემებით მაჩვენებელი 6%-მდე არის შემცირებული.
ბრიუსელი მუშაობს ახალ მექანიზმზე, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირის ქვეყნებში გაყინული რუსული აქტივების დიდი ნაწილი უკრაინის საბიუჯეტო დახმარებას და შეიარაღების შესყიდვას მოხმარდება — აქამდე ევროკავშირი უკრაინას გაყინულ აქტივებზე დარიცხული საპროცენტო სარგებელით ეხმარებოდა.
"უსიამოვნო გადაწყვეტილებების" მიღებას რუსეთის მთავრობა რამდენიმე ფაქტორის კომბინაცია აიძულებს: მზარდი სამხედრო ხარჯები, ეკონომიკური ზრდის შენელებული ტემპი, მყარი რუბლი და ნავთობის გაყიდვით მიღებული შემოსავლების კლება.
მსურველთა კოალიციის მორიგი სამიტი პარიზში, დღეს გაიმართება, რომლის დასრულების შემდეგაც ევროპელი ლიდერებისა და დონალდ ტრამპის ონლაინ-კონფერენციაა დაგეგმილი.
ინფორმაციას ამის შესახებ ვითარებაში გაცნობიერებულ წყაროებზე დაყრდნობით Financial Times ავრცელებს - წყაროების ცნობით, საუბარია "სტრატეგიულ საშუალებებზე."
ევროპელი ჩინოვნიკები დარწმუნებულები არიან, რომ ტრამპი ემზადება პროცესიდან გასასვლელად და ისეთი ვითარების შექმნას ელოდება, როდესაც მედიაციის შეწყვეტა ერთადერთ ლოგიკურ არჩევანად გამოჩნდება.
ექსპერტების შეფასებით ფასების არსებულ არეალში შენარჩუნების შემთხვევაში რუსეთის ბიუჯეტი დაახლოებით 1 ტრილიონ რუბლს დაკარგავს, რაც მოქმედი გაცვლითი კურსით დაახლოებით 13 მილიარდ დოლარს უტოლდება.
"2-3 თვის შემდეგ ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება, ეს არ იქნება კოლაფსი, მაგრამ ჩვენ მოგვიწევს უფრო სწრაფად დავტოვოთ ტერიტორიები"- ამბობს გაზეთთან საუბარში ერთ-ერთი წყარო.
"არსებითად რუსეთი ფულის ბეჭდვით არის დაკავებული, ხოლო რუსეთის ომის ეკონომიკის საფუძველი სულ უფრო მეტად მოგვაგონებს ბანქოს სახლს"- წერს Financial Times-ის ფინანსური მიმომხილველი მარტინ სანდბუ კენედის დაიჯესტის კომენტირებისას.