აშშ-მა G7-ს უკრაინისთვის ახალი, $50 მილიარდიანი დახმარების გადაცემა შესთავაზა - Bloomberg

შეერთებული შტატები G7-ის ქვეყნებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს უკრაინისთვის 50 მილიარდი დოლარის დახმარების გადასაცემად.

ამის შესახებ Bloomberg წერს.

თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი გამოიყოფა გაყინული რუსული აქტივების ჭარბი მოგებიდან, რომელთა უმეტესობაც ევროპაში მდებარეობს.

სააგენტოს წყაროების ინფორმაციით, ეს გეგმა G7-ის ქვეყნებს შორის განიხილება.

აშშ ითხოვს შეთანხმებას, როდესაც G7-ის ლიდერები იტალიაში ივნისში შეხვდებიან. თუმცა, საქმის კურსში მყოფმა პირებმა აღნიშნეს, რომ ამ თემაზე დისკუსიები რთული იყო და შეთანხმების ხელმოწერას შესაძლოა თვეები დასჭირდეს.

აპრილში, G7-ის ენერგეტიკის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ შეემცირებინათ დამოკიდებულება რუსულ ურანზე მათი ბირთვული ენერგიის საჭიროებისთვის.

მსგავსი სიახლეები