ევროკავშირი უკრაინას €90 მილიარდს გამოუყოფს, თუმცა არა რუსული აქტივების ხარჯზე

ევროკავშირი უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს გამოყოფაზე შეთანხმდა, თუმცა საუბარია ერთობლივ კრედიტზე და არა რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივების გამოყენებით ე.წ. რეპარაციულ კრედიტზე, რაც სამიტამდე განიხილებოდა.

ვითარების არსი: ამგვარად გადაწყდა ბოლო თვეების ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური ინტრიგა - ევროკავშირი უკრაინის დასაფინანსებლად რუსეთის გაყინულ აქტივების არ გამოიყენებს, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით. 

  • წყაროების ცნობით, სამიტის მიმდინარეობისას ვერ გადაილახა რუსული აქტივების გამოყენებასთან დაკავშირებით სკეპტიკურად განწყობილი ქვეყნების, ძირითად ბელგიის წინააღმდეგობა. 

  • ამგვარად ბლოკი უკრაინის დაფინანსების გასაგრძელებლად ევროკავშირის ერთობლივი ბიუჯეტით უზრუნველყოფილ სესხზე შეთანხმდა, რომელმაც უკრაინას მომდევნო 2 წლის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს. 

ჩაშლილად: სამიტის დასრულების შემდეგ ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ფული უკრაინის სამხედრო დახმარებასაც მოხმარდება. 

  • "ჩვენ ავიღეთ ვალდებულება და ჩვენ ეს ვალდებულება შევასრულეთ"- განაცხადა ევროსაბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ. 

  • ბლოკის ბიუჯეტით უზრუნველყოფილი კრედიტზე მსჯელობა მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენებაზე 4-საათიანი დისკუსია ჩიხში შევიდა. 

  • ამგვარი კრედიტზე შეთანხმებას ბლოკის წევრი ყველა სახელმწიფოს თანხმობა ჭირდება, თუმცა ამის წინააღმდეგ წავიდა ჩეხეთი, სლოვაკეთი და უნგრეთი - გეგმის მიხედვით, ამ ქვეყნებისთვის გამონაკლისი დაუშვეს და მათ არ მოუწევთ ამ კრედიტის დაფარვა. 

სტრიქონებს შორის: ევროპის მიერ დამტკიცებული კრედიტი ზელენსკის აშშ-სთან მოლაპარაკებების გაგრძელების ბერკეტს აძლევს. დაფინანსების გარეშე უკრაინის პრეზიდენტი შესაძლოა იძულებული გამხდარიყო დაეთმო დონბასი.

  • გარდა ამისა, კრედიტი მოლაპარაკებებში ევროპული მხარის როლს და გავლენას გაზრდის. 

  • რაც შეეხება კრემლს, ერთის მხრივ რუსეთმა შეინარჩუნა გაყინული აქტივები, მეორეს მხრივ, მსხვილი სესხი უკრაინის გაძლიერებას ნიშნავს, რაც მოლაპარაკებების მაგიდასთან პუტინის პოზიციებს ასუსტებს.

მსგავსი სიახლეები