ФСБ-მ მოკლული რუსი სამხედროების დასამარხად დაფინანსების გაზრდა მოითხოვა
რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა (ФСБ) მოკლული რუსი სამხედროების დამარხვისთვის და სარიტუალო ხარჯებისთვის დაფინანსების 17 პროცენტით გაზრდა მოითხოვა.
ინფორმაციას BBC-ის რუსულენოვანი რედაქცია ავრცელებს.
ФСБ-ს დათვლით, ერთი მოკლული სამხედროს დამარხვის ხარჯები 56 400 რუბლიდან 74 200 რუბლამდე გაიზარდა.
რუსეთს უკრაინაში მოკლული სამხედრო მოსამსახურეების დამარხვა ყოველდღე უწევს, წერს BBC.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინის ომში დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია ბოლოს 25 მარტს გაავრცელა.
ოფიციალური ვერსიით, სულ საბრძოლო ქმედებებში 1351 სამხედრო დაიღუპა.
უკრაინის გენშტაბი 20 000 მოკლულ ოკუპანტზე საუბრობს.