FT: აშშ უზრუნველყოფს ევროპული ჯარების დაზვერვასა და საჰაერო თავდაცვას უკრაინაში

ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის, უკრაინაში ევროპული სამშვიდობო ძალების განლაგების შემთხვევაში ისინი საჰაერო თავდაცვითა და სადაზვერვო ინფორმაციით უზრუნველყოს. 

State Of Play: ინფორმაციას ამის შესახებ ვითარებაში გაცნობიერებულ წყაროებზე დაყრდნობით Financial Times ავრცელებს - წყაროების ცნობით, საუბარია "სტრატეგიულ საშუალებებზე." 

  • საუბარია დაზვერვის, რეკოგნისცირების, მართვისა და საჰაერო თავდაცვის საშუალებებზე, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ევროპული ქვეყნების კონტინგენტი. 

  • გაზეთის წყაროების ცნობით, შტატებმა შესაძლოა გამოყონ თავიანთი თვითმფრინავები, ლოჯისტიკა და სახმელეთო რადარები - "რომელიც მხარს დაუჭერს და უზრუნველყოფს ევროპის მიერ დასაწესებელ არასაფრენ ზონას." 

  • წყაროების ცნობით, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და შესაძლოა შეერთებული შტატების ჩართულობის ფორმაც შეიცვალოს. 

Big Picture: მიმდინარე წლის მარტიდან მოყოლებული ევროპული სახელმწიფოები, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის მეთაურობით, ე.წ. მსურველთა კოალიციის ფარგლებში უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ სამშვიდობო კონტინგენტის განლაგებას განიხილავენ. 

  • დასავლური მედიის ცნობით, ამ დროისთვის უკრაინაში სამხედრო კონტინგენტის გაგზავნას 10-მდე ევროპული ქვეყანა განიხილავს. 

Context: უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები ვაშინგტონში გამართული მრავალმხირივი შეხვედრის მთავარი თემა გახდა - გასულ დღეებში ამერიკელმა პრეზიდენტმა პირველად გამოთქვა საჯარო მზაობა ჩართოს ქვეყანა უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში. 

 

მსგავსი სიახლეები