ჰამასის ლიდერი: მზად ვართ მძევლები ისრაელში დაპატიმრებულ ჰამასელებში გავცვალოთ

ჰამასის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ლიდერმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია მზად არის მძევლები ისრაელის მიერ დაპატიმრებულ ჰამასის წევრებში გაცვალონ.
7 ოქტომბრის შემდეგ ეს იაჰია სინვარის პირველი საჯარო განცხადებაა - სინვარი ღაზის სექტორში ჰამასის უპირობო ლიდერია. საყურადღებოა, რომ თავად სინვარი 2011 წელს მსგავსი გაცვლის შედეგად გათავისუფლდა - ისრაელის ციხეში 20-წლიანი პატიმრობის შემდეგ, სინვარი 1026 სხვა პატიმართან ერთად ისრაელმა ჰამასის მიერ დატყვევებულ სერჟანტ, გილად შალიტში გაცვალა.
"ჩვენ მზად ვართ დაუყოვნებლივი შეთანხმებისთვის - გავცვალოთ სიონისტი მტრების მიერ ყველა დაპატიმრებული გავცვალოთ ყველა მძევალში",- ნათქვამია ჰამასის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქყვეყნებულ განცხადებაში.
კონტექსტი
ბოლო მონაცემებით ჰამასის ტყვეობაში 229 ადამიანი იმყოფება, მათ შორის არიან უცხოეთის მოქალაქეები, მშვიდობიანი მოქალაქეები და სამხედროები. თავის მხრივ ისრაელის საპატიმროებში ჰამასთან დაკავშირებული ბრალდებებით 4 ათასზე მეტი პირი იმყოფება.
ისრაელში ჯერჯერობით გამორიცხეს სინვარის წინადადაბის განხილვაც კი - მთავრობის წარმომადგენლების თქმით, ამ ეტაპზე მოლაპარაკებებზე წასვლა ჰამასს გააძლიერებს.