ისრაელის ოპერაციებმა მნიშვნელოვნად შეათხელა ალი ხამენეის უახლოესი გარემოცვა

ისრაელის ზუსტი საჰაერო დარტყმებისა და ფარული ოპერაციების შედეგად ირანის უმაღლესი სულიერი ლიდერის უახლოესი გარემოცვა მნიშვნელოვნად შეთხელდა - 13 ივნისიდან მოყოლებული ალი ხამენეიმ რამდენიმე გავლენიანი მრჩეველი და სანდო პირი დაკარგა. 

State of Play: ირანის უმაღლესი ლიდერის გარემოცვაში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით, ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters ავრცელებს - წყაროების ცნობით, ალი ხამენეის იზოლაცია მზარდია, რაც ზრდის "მცდარი" გადაწყვეტილებების შანსს. 

  • ერთ-ერთი წყაროს ცნობით, რომელიც ხშირად ესწრებოდა ალი ხამენეის მიერ მოწვეულ თათბირებს ვითარებას ძალიან "სარისკოს" უწოდებს და ამბობს, რომ სტრატეგიული მისკალკულაციის შემთხვევაში შიდა დესტაბილიზაციის საშიშროება "ძალიან რეალურია."

  • ისრაელის მიერ ლიკვიდირებულთა შორის რამდენიმე ხამენეის გარემოცვის უახლოეს წევრად მიიჩნეოდა, მათ შორის გუშაგთა კორპუსის მეთაური, ჰოსეინ სალამი, საჰაერო ძალების მეთაური ალი ჰაჯიზადე და დაზვერვის მეთაური, მოჰამად ქაზემი.
  • წყაროების ცნობით, ეს ადამიანები ალი ხამენეის უახლოესი, დაახლოებით 20-კაციანი გარემოცვის წევრები იყვნენ, რომლებშიც სამხედრო მეთაურების გარდა, სასულიერო პირები და პოლიტოლოგებიც შედიან. 

Big Picture: ჯგუფი უმაღლესი ლიდერის მოწოდების შემდეგ, სახელდახელოდ იკრიბებიან - შეხვედრის ადგილი როგორც წესი ალი ხამენეის თეირანში განთავსებული რეზიდენციაა. ჯგუფი წევრებს უმაღლესი ლიდერისა და ისლამური რესპუბლიკის იდეოლოგიის მიმართ უპირობო ლოიალურობით გამოირჩევიან. 

  • გარემოცვის წევრების შეფასებით, როგორც 1979 წლის რევოლუციის ვეტერანისთვის, ხამენეისთვის მნიშვნელოვანია ისლამური პრინციპების დაცვა და ის არ ენდობა დასავლეთს. 

  • ამის მიუხედავად დამოუკიდებელი ექსპერტები ხამენეის განსხვავებულ პორტრეტს ხატავენ - მათი თქმით, ხამენეი "ძალიან ჯიუტია", მაგრამ ამავდროულად ძალიან ფრთხილი.

  • "ხამენეიმ სწორედ სიფრთხილით შეინარჩუნა ძალაუფლება. მას კარგად შეუძლია საბაზისო დანახარჯი-ამონაგების დათვლა, მას შეუძლია გაარჩიოს პირველხარისხოვანი საკითხები. პირველხარისხოვანი კი ყოველთვის რეჟიმის გადარჩენაა"- ამბობს ალექს ვატანკა, ირანის პროგრამის ხელმძღვანელი ახლო აღმოსავლეთის ამერიკულ ინსტიტუტში. 

Break It Down: წყაროების ცნობით, ხამენეის გარემოცვაში ჯერ კიდევ არიან გავლენიანი მრჩევლები და თანაშემწეები, რომელთა მოკვლაც ისრაელს ჯერ არ უცდია. ირანის მეტად რთული და უნიკალური სახელმწიფო მოწყობიდან გამომდინარე ყველა მნიშვნელოვან საკითხზე უკანასკნელი სიტყვა სწორედ რაჰბარს ეკუთვნის, თუმცა წყაროები მიუთითებენ, რომ ლიდერის აპარატი გადაწყვეტილების მიღების თითქმის ყველა დონეზეა ჩართული. 

  • იგივე წყაროები ხამენეის მართვის სისტემაში მისი ვაჟის, მოჯთაბას მზარდ როლზე მიუთითებენ, რომელიც უმაღლეს ლიდერზე შეუზღუდავი წვდომითა და მისი მაღალი ნდობით სარგებლობს - არაერთი წყაროს ცნობით, მოჯთაბას მამის შესაძლო შემცვლელადაც მოიაზრებენ. 

  • ვაჟის გავლენას უმაღლესი ლიდერის კარზე ზრდის მისი სიახლოვე ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან.
  • წყაროების ცნობით, დიდი გავლენით სარგებლობს ალი ასღარ ჰეჯაზი, რომელიც უმაღლესი ლიდერის აპარატში პოლიტიკური უსაფრთხოების დეპარტამენტს ხელმძღვანელობს - ჰეჯაზის ხშირად ახასიათებენ როგორც ყველაზე გავლენიან მზვერავს ირანში. 
  • გარდა ამისა, ხამენეის ნდობას ინარჩუნებს მისი აპარატის უფროსი მოჰამად გოლფაიეგანი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრები ალი აქბარი ველაიეთი და კამალ ხარაზი და ასევე პარლამენტის ყოფილი სპიკერი, ალი ლარიჯანი. 

Сontext: "ისლამური რესპუბლიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშიშ მომენტში ალი ხამენეი უფრო და უფრო იზოლირებულია გასულ კვირაში განცდილი დანაკარგები"- ნათქვამია Reuters-ის მასალაში. 

მსგავსი სიახლეები