Minecraft-ში ფსბ-ს შენობის აფეთქების მომზადებისთვის, რუსეთში სკოლის მოსწავლე დააკავეს

10 თებერვალს, რუსეთში, კრასნოიარსკის ოლქის სასამართლომ 16 წლის ნიკიტა უვაროვს ტერორისტული საქმიანობის მომზადების ბრალდებით ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სამი სკოლის მოსწავლის წინააღმდეგ საქმე კომპიუტერულ თამაშში Minecraft-ში რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის შენობის აფეთქების მომზადებისთვის აღიძრა.

აღმოსავლეთის ოლქის სამხედრო სასამართლოს მოწვეულმა კოლეგიამ უვაროვს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და 30 000 რუბლის ოდენობის ჯარიმა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას უფლებადამცველი ჯგუფის, "აგორას" ხელმძღვანელი პაველ ჩიკოვი ავრცელებს.

კიდვ ორი ​​ბრალდებული გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლეს. თავდაპირველად, პროკურატურამ უვაროვისთვის ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა, მისი მეგობრებისთვის კი 6.5 წლიანი პატიმრობა მოითხოვა.

სასამართლო პროცესი დახურულ კარს მიღმა გაიმართა. 16 წლის ნიკიტა უვაროვი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.

მსგავსი სიახლეები