ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირის რაიონში დრონი ჩამოვარდა

ბოლო ცნობები: ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროს გენერალმა, ადგურ გუმბამ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემებმა, აფხაზეთის ცის თავზე 30-მდე დრონი დააფიქსირა.

  • გუმბას თქმით, რუსეთისა და დეფაქტო აფხაზეთის საჰაერო თავდაცვის ძალები ერთობლივად მუშაობენ.
  • "სიტუაცია სრულად ექვემდებარება თავდაცვის უწყებას". - განაცხადა გუმბამ.

ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირის რაიონში უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა და ელექტროგადამცემი ხაზი დააზიანა.

ჩაშლილად: ინფორმაცია თავდაპირველად Telegram ჯგუფებში გავრცელდა, მოგვიანებით დრონის ჩამოვარდნის შესახებ განცხადება გააკეთა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ.

  • გარდა ამისა, ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს განცხადების თანახმად, შემოვიდა ინფორმაცია გაგრისა და გულრიფშეს რაიონებში დრონების ჩამოვარდნის შესახებ. თუმცა ადგილზე მისულმა მაშველებმა ვერაფერი იპოვეს.
  • ე.წ. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა განაცხადა, რომ "მორიგე ძალები და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები საჰაერო სივრცეში უკანონო შეჭრის აღმოფხვრაზე მუშაობენ".

  • 4 მარტს, დრონების ჩამოვარდნამდე ცოტა ხნით ადრე, მუშაობა შეაჩერა რუსეთისა და დეფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის ე.წ. საკონტროლო-გამშვებმა პუნქტმა, "ფსოუმ".

  • დრონების წარმომავლობის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა, თუმცა სამხედრო Telegram არხების ნაწილი წერს, რომ დრონები უკრაინულია.

წინარე ისტორია: მიმდინარე წლის 23 თებერვალს, ადგილობრივი მედიების ინფორმაციით, გაგრის რაიონში აფეთქება მოხდა. აფეთქების ადგილას უპილოტო საფრენი აპარატი ფრაგმენტები იპოვეს.

  • 24 თებერვალს ოკუპირებული აფხაზეთის არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სოფელ განთიადთან უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

  • 2025 წლის ზაფხულში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინულმა დრონებმა გადაკვეთეს რუსეთ-აფხაზეთის დეფაქტო საზღვარი. მაშინ აფხაზეთის "ლიდერმა" ბადრა გუნბამ საგანგებო თათბირი მოიწვია.

 

მსგავსი სიახლეები