ПРОЕКТ: დღევანდელ რუსეთს საბჭოთა ელიტის შთამომავლები მართავენ

დამოუკიდებელმა რუსულმა მედიამ Проект კვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, დღევანდელი რუსეთის მართვის სადავეები საბჭოთა ელიტის შთამომავლების ხელშია.

ჩაშლილად: რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების 541 წარმომადგენელი ანუ 58%, საბჭოთა დინასტიის წევრია ან სსრკ-ს პერიოდში თავად იკავებდა სახელმწიფო თანამდებობას.

  • ყველაზე მეტი "საბჭოთა კადრი" ვლადიმირ პუტინის ადმინისტრაციაშია. 58 ადამიანი, რაც კრემლის მაღალჩინოსნების 64%-ს შეადგენს. 

  • მეორე ადგილზე საბჭოთა დინასტიების წევრების რაოდენობით, ძალოვანი სტრუქტურებია. მაღალ თანამდებობებზე მუშაობს 61 "საბჭოთა კადრი" ანუ მაღალჩინოსნების 62%.

  • სახელმწიფო დუმაში 228, ანუ 61% საბჭოთა ჩინოვნიკების დინასტიების წევრია, სენატში - 154 (54%), მთავრობაში - 78 (55%), ხოლო გუბერნატორებს შორის - 33 (54%).

სიღრმისეულად: რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საბჭოთა ნომენკლატურიდან არიან ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანტონ ვაინო, პრეზიდენტის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი, მრჩეველი შიდა პოლიტიკის საკითხებში ანდრეი იარინი, პუტინის თანაშემწეები: დმიტრი მირონოვი, ანდრეი ფრუსენკო, დმიტრი შალკოვი და ლარისა ბიჩევა.

  • Проект-თან საუბარში კრემლის ყოფილმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობის დაწყებისთვის "კარგი მემკვიდრეობა" ყოველთვის დიდ პლუსად ითვლებოდა.

მსგავსი სიახლეები