Reuters: ჟენევაში შეხვედრის შემდეგ უკრაინა დათანხმდა ტრამპის სამშვიდობო ჩარჩოს

ჟენევაში გამართული შეხვედრის შემდეგ, უკრაინა დათანხმდა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებული სამშვიდობო გეგმის ზოგად ჩარჩოს. 

ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters ავრცელებს - ამასთანავე, უკრაინელი ჩინოვნიკის თქმით, შეთანხმების ყველაზე სენსიტიური პუნქტები საბოლოოდ პრეზიდენტ ტრამპისა და ზელენსკის პირად შეხვედრაზე შეთანხმდება. 

  • ცოტა ხნით ადრე ამერიკის მიერ წარდგენილი შეთანხმების პროექტზე უკრაინის თანხმობის შესახებ წერდა СBS წერდა. 

  • წყაროს ცნობით, დარჩენილია "მეორეხასირსხოვანი დეტალები." 

დაეწიე ამბავს: ჟენევაში გამართული მრავალმხრივი შეხვედრების შედეგად ტრამპის ადმინისტრაციის მიერ წარდგენილი 28 პუნქტი 19-მდე შემცირდა. 

  • რამდენიმე საათის წინ უკრაინის უსაფრთოების და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა "რომ აშშ-მ და უკრაინამ მიაღწიეს თანხმობას საკვანძო საკითხებზე."

დიდი სურათი: ცოტა ხნის წინ სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთს არ მიუღია განახლებული 19-პუნქტიანი გეგმა და თუ იქიდან ამოვარდება ანკორიჯში ვლადიმირ პუტინსა და ტრამპს შორის მიღწეული შეთანხმებები - "ეს პრინციპულად განსხვავებული ვითარება იქნება." 

მსგავსი სიახლეები