რუსეთს ირანული კამიკაძე დრონების მარაგი მაისამდე ეყოფა - ISW

ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ექსპერტებმა იწინასწარმეტყველეს, რომ რუსი ოკუპანტები 2023 წლის მაისამდე ირანიდან მიღებულ ყველა, 1750 კამიკაძე დრონს გამოიყენებენ, თუ შეტევების ინტენსივობა არ შეიცვლება.

ამის შესახებ ISW 4 იანვარს ოპერატიულ ანალიზში წერს.

ინსტიტუტი წერს, რომ რუსული ძალები სულ უფრო მეტად ეყრდნობიან ირანულ დრონებს უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების კამპანიაში და, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად ამოწურეს ამჟამინდელი მარაგი.

ISW პროგნოზირებს, რომ რუსეთი სავარაუდოდ შეეცდება ირანთან ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას, რათა უკრაინაში გამოსაყენებლად უფრო ზუსტი მართვადი სისტემები (არა მხოლოდ დრონები, არამედ ბალისტიკური რაკეტებიც) მოიპოვოს.

ამაზე მეტყველებს ირანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ რუსეთი და ირანი სანქციების გვერდის ავლით "აშენებენ ახალ ტრანსკონტინენტურ სავაჭრო გზას". ISW წერს, რომ რუსი და ირანელი ოფიციალური პირები შეიძლება მართლაც აწარმოონ მოლაპარაკებები სავაჭრო მარშრუტზე, რათა ხელი შეუწყონ იარაღის მიწოდებას.

მსგავსი სიახლეები