რუსეთში "ანკოროჯის იმპულსის" ამოწურვის შესახებ განაცხადეს

რუსეთში განაცხადეს, რომ ალასკაზე დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრის შედეგად მიღწეული დადებითი იმპულსი პრაქტიკულად ამოიწურა და ამაში ევროპა დაადანაშაულეს.
ვითარების არსი: ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.
- "სამწუხაროდ გვიწევს კონსტრანტირება, რომ ანკორიჯის მძლავრი იმპულსი შეთანხმების სასარგებლოდ - ჩვენი მოწინააღმდეგების და ომის უკანასკნელ უკრაინელამდე გაგრძელების მომხრეების ძალისხმევით - პრაქტიკულად ამოწურულია"- ამბობს რიაბკოვი.
ჩაშლილად: ლავროვის მოადგილე გამოეხმაურა შეერთებული შტატების მიერ უკრაინისთვის ტომაჰავკის ტიპის შორეული რაკეტების შესაძლო გადაცემას და განაცხადა, რომ ეს ხარისხობრივად შეცვლის ვითარებას.
- "ამ სისტემების გამოყენება მხოლოდ ამერიკული სამხედრო პერსონალის უშუალო მონაწილეობით არის შესაძლებელი. ჩვენ მოვუწოდებთ ამერიკელ სამხედროებს ცივად, ჯანსაღად და პასუხისმგებლიანად მოეკიდონ მთელ სიტუაციას"- ამბობს რიაბკოვი.
- ლავროვის მოადგილის თქმით, რუსეთმა ჯერ ვერ მიიღო პასუხი ვლადიმირ პუტინის შეთავაზებაზე, რომელიც სტრატეგიული შეიარაღებების შეზღუდვის შესახებ შეთანხმების გაგრძელებას ეხებოდა.
- "ჩვენ მათ ხელი გავუწოდეთ, თუ მათთვის ეს უინტერესოა, ჩვენ ამის გარეშეც გავალთ ფონს"- განაცხადა რიაბკოვმა.
კონტექსტი: ლავროვის მოადგილის თქმით, ამ დროისთვის რუსეთსა და ამერიკას შორის მოლაპარაკებები მხოლოდ პატიმრების გაცვლის საკითხზე მიმდინარეობს - "ახალი დიდი შეთანხმების მიმართულებით მოძრაობა შეჩერებულია."
სიღრმისეულად: შემოტრიალება თუ გასვლა - როგორ გავიგოთ ტრამპის შეცვლილი რიტორიკა რუსეთის მიმართ