სავაჭრო ომის დაწყების შემდეგ პირველად, ჩინეთი და აშშ მოლაპარაკებებს გამართავენ

2 აპრილს დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებული სატარიფო ომის შემდეგ პირველად ჩინეთისა და შეერთებული შტატები სავაჭრო მოლაპარაკებებს გამართავენ - შეხვედრა შვეიცარიაში, ქვეყნის პრეზიდენტის მასპინძლობით გაიმართება. 

State Of Play: ამის შესახებ ამერიკის შეერთებული ხაზინის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ პრეს-რელიზშია ნათქვამია - ცნობილია, რომ მოლაპარაკებებს ვაშინგტონის მხრიდან ფინანსთა მდივანი, სკოტ ბესენტი უხელმძღვანელებს. 

  • ტარიფების მიღმაც, ეს ტრამპის ადმინისტრაციისა და ჩინეთის წარმომადგენლების პირველი ოფიციალური შეხვედრა იქნება, მას შემდეგ, რაც ტრამპის ინაუგურაციას ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი დაესწრო. 

  • "ვიმედოვნებ, რომ გვექნება პროდუქტიული მოლაპარაკებები, რომელიც გლობალური ეკონომიკის ბალანსს ამერიკის ინტერესების სასარგებლოდ შეცვლის"- განაცხადა სკოტ  ბესენტმა ჟენევაში გამგზავრებამდე. 

Big Picture: გასულ კვირებში ტრამპის ადმინისტრაციაში აცხადებდნენ, რომ ჩინურ იმპორტზე დაწესებული ტარიფების შემდეგ მათ პეკინიდან დაუკავშირდნენ და ახალი სავაჭრო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას ითხოვდნენ.

  • ჩინეთი ოფიციალურად უარყოფდა მოლაპარაკებების დაწყების შესაძლებლობას, სანამ ტრამპის ადმინისტრაცია არ გააუქმებდა მის მიერვე დაწესებულ ტარიფებს, თუმცა არაოფიციალურად პეკინი მოლაპარაკებების მზაობას ავლენდა

Сontext: 2 აპრილს, რომელიც დონალდ ტრამპმა ამერიკის გათავისუფლების დღედ შეაფასა სავაჭრო ტარიფები დაუწესა თითქმის ყველა ქვეყანას, მათ შორის ჩინეთსაც. 

  • ბაზრისა და საფონდო ბირჟების მკვეთრი ვარდნის შემდეგ, დონალდ ტრამპმა ქვეყნების აბსოლიტურ უმეტესობასთან ახალი ტარიფების მოქმედება 90 დღით შეაჩერა - ერთადერთი გამონაკლისი კი ჩინეთი იყო, რომელმაც ამერიკულ ტარიფებს სარკისებურად უპასუხა. 

მსგავსი სიახლეები