The Economist: ГРУ ირანს სთავაზობდა დრონებს ამერიკულ გემებზე თავდასხმისთვის
რუსეთის სამხედრო დაზვერვა (ყოფილი ГРУ) ირანს სთავაზობდა სხვადასხვა ტიპის შეიარაღებას, ამერიკულ გემებზე და სამხედროებზე თავდასხმისთვის ირანში დესანტის გადასხმის შემთხვევაში.
ვითარების არსი: ამის შესახებ The Economist რუსული დაზვერვის დოკუმენტზე დაყრდნობით წერს.
- დოკუმენტში ნახსენებია 5 ათასი ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელზე მომუშავე დრონი და დაუზუსტებელი რაოდენობის შორეული მოქმედების დრონებზე.
- გარდა ამისა, რუსეთი დოკუმენტი გამოთქვამს მზაობას ამ ტექნოლოგიების გამოსაყენებლად გაწვრთნას ირანის მოქალაქეები.
ჩაშლილად: დოკუმენტი არ არის დათარიღებული, თუმცა ჟურნალის წყაროს ცნობით, მაღალი ალბათობით საუბარია ირანში მიმდინარე ომის პირველი 6 კვირის განმავლობაშია შედგენილი - როდესაც ირანში ამერიკი სახმელეთო ოპერაციის დაწყების შანსი მაღალი იყო.
- ირანისთვის გაგზავნილ შეთავაზებაში ГРУ წერს, რომ ამერიკული გემები მოწყვლადები იქნებიან რუსეთის განკარგულებაში დრონების წინაშე.
- მოკლედ აღწერილია მეთოდიც - რუსეთი ირანს ურჩევს ერთდროულად 4-5 დრონი გამოიყენოს და ისინი სამიზნიდან 15-30 კილომეტრის დაშორებით აფრინოს.
- დოკუმენტში რუსეთის სამხედრო დაზვერვა, განმარტავს, რომ მათი მხრიდან დახმარების რესურსი უკრაინაში მიმდინარე "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" გამოა შეზღუდული, თუმცა მათი აზრით მცირე დახმარებაც საკმარისი იქნება "გაართულოს" ამერიკული ოპერაცია.
კონტექსტი: აქამდე დასავლური მედიები წერდნენ, რომ რუსეთი ირანს ძირითადად სატელიტური მონაცემებით ეხმარებოდა.