The Economist: მიმდინარე კამპანიაში რუსეთის დანაკარგები რეკორდულად მაღალია

მიმდინარე საზაფხულო კამპანიის ფარგლებში საოკუპაციო არმიის დანაკარგები სრულმასშტაბიანი შეჭრის მიმდინარეობის განმავლობაში რეკორდულად მაღალ მაჩვენებელს გაუტოლდა.
State Of Play: ამის შესახებ The Economist წერს - ჟურნალი ამგვარ დასკვნამდე დასავლური დაზვერვების მონაცემების, დამოუკიდებელი მკვლევრების შეფასებებისა და სატელიტური დაკვირვების მონაცემების ანალიზის შედეგად მივიდა.
- "ამ მონაცემების შეჯამებით, ჩვენ მთელი ომის განმავლობაში პირველად შევძელით მიგვეღო დამაჯერებელი მონაცემების დანაკარგების შესახებ"- ნათქვამია მასალაში.
- ჟურნალის მონაცემებით ჯამურად 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ რუსეთის დანაკარგები 1 მილიონს აღემატება, მათ შორის მოკლულთა რიცხვი 190 ათასიდან 350 ათასამდე მერყეობს.
- აქედან 31 ათასი მოკლულია მიმდინარე საზაფხულო კამპანიის ფარგლებში, რომელიც საოკუპაციო არმიამ მაისში დაიწყო.
- დანაკარგების ზრდის ტენდენცია ირეკლავს ბრძოლის ველზე საოკუპაციო არმიის წინსვლის ტემპის ზრდას, რომელიც ჟურნალის შეფასებით ერთ-ერთი ყველაზე მაღალია, თუმცა აღსანიშნავია, საბაზისო ათვლის წერტილი ძალიან დაბალია.
Big Picture: ცოცხალი ძალისა ნაკლებობასა და შეიარაღების ზოგი სახეობის დეფიციტის მიუხედავად უკრაინული ფრონტის ჩამოშლის ნიშნები ჯერჯერობით არ არსებობს.
- რუსეთის არმიის მიმდინარე იერიშში წინსვლის ტემპი საშუალოდ ყოველდღიურად 15 კვადრატული კილომეტრია.
- გასული 2024 წლის განმავლობაში უკრაინაში დაკავებული ყოველ 0.3 კვადრატულ კილომეტრზე საოკუპაციო არმია საშუალოდ 1 ჯარისკაცს კარგავდა.
- რაც შეეხება უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაკარგებს ავტორების შეფასებით დამაჯერებელი სურათისთვის არასაკმარისი მონაცემებია, თუმცა არსებული მონაცემების დაჯამებით რიცხვი 73 ათასიდან 140 ათასამდე მერყეობს.
Сontext: უკანასკნელი 30 დღის განმავლობაში დაფიქსირებული წინსვლის ყველაზე სწრაფი ტემპითაც კი მთელი უკრაინის დასაკებლად საოკუპაციო არმიას 89 წელი დასჭირდება.
- ხოლო უკრაინის იმ 4 ოლქის (დონეცკი, ლუჰანსკი, ხერსონი, ზაპორიჟია) სრულად დასაკავებლად, რომლებსაც ვლადიმირ პუტინი უკვე რუსეთის ტერიტორიად მიიჩნევს ამავე ტემპით მხოლოდ 2029 წლის თებერვალში შეძლებს.