ტრამპი: ძალიან იმედგაცრუებული ვარ რუსეთით, მაგრამ უკრაინითაც ასევე

შეერთებული შტატების პრეზიდენტი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა რუსეთ-უკრაინის ომს და იმედგაცრუების შესახებ განაცხადა - ტრამპის თქმით, მათ შეეძლოთ გარიგება. 

State Of Play: ამის შესახებ ამერიკელმა პრეზიდენტმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან ურთიერთობისას განაცხადა - განცხადების ტონი მიანიშნებს, რომ ამერიკული ადმინისტრაცია განხილვად მომავალში კონფლიქტში ჩართულობის შემცირებას შეეცდება. '

  • "მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ რუსეთით, მაგრამ უკრაინითაც იმედგაცრუებული ვარ ასევე, მათ შეეძლოთ გარიგების მიღწევა"- ამბობს ტრამპი. 

  • ამავე კომენტარში ამერიკელმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში ყოველკვირეული 6 ათასი ახალგაზრდა კაცი კვდება და რომ ომი უნდა დასრულდეს. 

Big Picture: წინასაარჩევნო პერიოდში ჯერ კიდევ პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი ამბობდა, რომ რუსეთ-უკრაინის ომს 24 საათში დასრულებდა და რომ რუსეთი ვერ შეიჭრებოდა უკრაინაშ მისი პრეზიდენტობის პირობებში. 

  • ტრამპის ადმინისტრაციამ პრაქტიკულად სრულად შეცვალა წინამორბედი ადმინისტრაციის რიტორიკა და ტონი რუსეთის მიმართ - ამერიკელი მაღალჩინოსნები უარს ამბობენ რუსეთი აგრესორად მოიხსენიონ. 

  • პარალელურად დაიწყო "ორმხრივი ურთიერთობების" ნორმალიზაციის პროცესი, ამ ფორმატის მთავარი შედეგი ჯერჯერობით, საელჩოების საქმიანობის სრულ ფორმატში აღდგენისკენ გადადგმული ნაბიჯებია. 

Сontext: რაც შეეხება ადმინისტრაციის სამშვიდობო ინიციატივებს, ვლადიმირ პუტინმა უარი ტრამპის მიერ შემოთავაზებულ 30-დღიან უპირობო და სრულფორმატიან ზავზე. სანაცვლოდ ვლადიმირ პუტინმა დასავლეთის მიერ უკრაინის სამხედრო დახმარების შეჩერება და ქვეყანაში მობილიზაციის შეწყვეტა მოითხოვა. 

  • საყურადღებოა, რომ ინიციატივას იმთავითვე დაეთანხმა უკრაინული დელეგაცია. 

  • ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები და მათ შორის ტრამპიც მოლაპარაკებების გაჭიანურებისთვის რუსეთს სანქციების გამკაცრებით დაემუქრა, თუმცა ამერიკელი პრეზიდენტი ამ დრომდე უარს ამბობს ამ ბერკეტის გამოყენებაზე და მიუთითებს, რომ "დიდი შეთანხმება" ჯერ კიდევ რეალურად მიაჩნია. 

  • სტამბოლში დაწყებული ფორმატში მონაწილეობაზე ვაშინგტონმა უარი თქვა და განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ორხმრივ ფორმატში უნდა გაიმართოს. 

Go Deeper: გასულ კვირებში ამერიკელი მაღალჩინოსნები აცხადებდნენ, რომ წარუმატებლობის შემთხვევაში ვაშინგტონი შეწყვეტდა მედიაციას - ამასთანავე უცნობია ასეთ შემთხვევაში რა ბედი ეწევა უკრაინის სამხედრო და სადაზვერვო დახმარებას. 

მსგავსი სიახლეები