ტრამპის თქმით, ჩინეთთან სავაჭრო ომში გამოცხადებული ზავი აღდგენილია

დონალდ ტრამპის თქმით, ჩინეთმა და ამერიკამ "გააფორმეს გარიგება" სავაჭრო ომში გამოცხადებული ზავის აღდგენის შესახებ - მისი თქმით, შეთანხმება ჩინეთიდან იმპორტირებულ ე.წ. იშვიათ მინერალებს ეხება. 

State Of Play: ამის შესახებ ამერიკელი პრეზიდენტი საკუთარ სოციალურ ქსელში წერს - პეკინსა და ვაშინგტონს შორის მოლაპარაკებები გასული 48 საათის განმავლობაში პრაქტიკულად უწყვეტად მიმდინარეობდა. 

  • "ჩინეთთან შეთანხმება მიღწეულია ის მე სი ძინფინგმა უნდა დავამტკიცოთ"- ტრამპის თქმით ჩინელი სტუდენტები შეინარჩუნებენ ამერიკულ უნივერსიტეტებში სწავლის უფლებას. 

  • შეთანხმებას გამოეხმაურა ჩინეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილე და განაცხადა, რომ ჟენევაში მიღწეული შეთანხმების იმპლემენტირების გადაწყვეტილება სი ძინფინგსა და დონალდ ტრამპს შორის გამართული სატელეფონო საუბრის დროს მიიღეს. 

  • შეთანხმების ფონზე გლობალური საფონდო ბირჟებზე ოპტიმიზმი გაიზარდა. 

Big Picture: სავაჭრო ომში ზავი მხარეებმა გასულ თვეს, ჟენევაში მიაღწიეს, თუმცა გასულ კვირებში ვაშინგტონმა პეკინი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა და შეთანხმებიდან გასვლის შესახებ გამოაცხადა. 

  • ვაშინგტონის ცნობით, შეთანხმების მიუხედავად პეკინმა კვლავ შეინარჩუნა ამერიკაში იშვიათი მინერალების ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვები, რამაც წარმოების ლოჯისტიკური ჯაჭვები შეაფერხა. 

  • საპასუხოდ ჩინეთი შეერთებულ შტატებს ადანაშაულებდა ნახევარგამტარების და კომპიუტერული ჩიპების ექსპორტის შეზღუდვაში. 

Сontext: დონალდ ტრამპს კომპიუტერული ჩიპების ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნა არ უხსენებია, თუმცა მოსალოდნელია, რომ ეს ლონდონში მიღწეული შეთანხმების ნაწილი გახდა. 

 

მსგავსი სიახლეები