ცახალი; ღაზაში მოკლულია ჰამასის სადესანტო ძალების მეთაური მურად აბუ მურადი

ისრაელის არმია აცხადებს, რომ ჰამასის ოპერატიულ ცენტრზე საავიაციო დარტყმის შედეგად მოკლულია ჰამასის სამხედრო ფრთის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი მურად აბუ მურადი. 

ისრაელური წყაროების ცნობით, აბუ მურადი 'ნაჰბას' სახელით ცნობილი ჰამასის საჰაერო-სადესანტო ძალების მეთაური იყო, მას 7 ოქტომბერს ისრაელზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის ერთ-ერთ მეთაურად ასახელებენ. 

ცახალში განაცხადეს, რომ ისრაელის საზღვრის გარღვევის მცდელობისას ლიკვიდირებულია 2 ბოევიკი, რომლებიც ქვეყანაში შეჭრას ლიბანის საზღვრის მონაკვეთზე ცდილობდნენ. არმიის ცნობით, ბოევიკების წინააღმდეგ დრონები გამოიყენეს. 

ჰამასში ისრაელის მიერ გავრცელებული ინფორმაციაზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ. 

 

მსგავსი სიახლეები