წელს რუსეთის არმიამ უკრაინის 0.4% დაიკავა, მოკლულთა რიცხვი 100 ათასს აღემატება

მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაწყებული იერიში რუსეთის არმიისთვის ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი აღმოჩნდა, მთელი ომის განმავლობაში - 2025 წელს უკრაინაში 100 ათასი რუსი ჯარისკაცია მოკლული, ხოლო დაკავებული ტერიტორიის მოცულობა უკრაინის მთლიანი ფართობის 0.4%-ს შეადგენს.
ვითარების არსი: ამის შესახებ The Economist წერს - ჟურნალი ამგვარ დასკვნამდე დასავლური დაზვერვების მონაცემების, დამოუკიდებელი მკვლევრების შეფასებებისა და სატელიტური დაკვირვების მონაცემების ანალიზის შედეგად მივიდა.
- ჟურნალის დათვლით ამ დროისთვის ჯამურად რუსეთის დანაკარგები უკრაინაში 1.5 მილიონს უახლოვდება - აქედან დაღუპულთა რიცხვი 200-დან 500 ათასის ფარგლებშია.
- ამავე მონაცემების მიხედვით, წინა წლებთან შედარებით 2025 წელს რუსეთის დანაკარგები დაახლოებით 60%-ით არის გაზრდილი.
ჩაშლილად: დანაკარგების ზრდის მიუხედავად პროპორციულად არ გაზრდილა დაკავებული ტერიტორიის მოცულობა.
- მაისში ბოლო იერიშის დაწყებიდან მოყოლებული ამ დრომდე საოკუპაციო არმიამ უკრაინის მთლიანი ფართობის 0.4% დაიკავა.
- გამოთვლების მიხედვით, აღნიშნული ტემპით უკრაინის ფორმალურად ანექსირებული 4 ოლქის სრულად დაკავებას რუსეთის არმია მხოლოდ 2030 წლისთვის შეძლებს.
- უკრაინის ტერიტორიის სრულად დასაკავებლად რუსეთის არმიას ამ ტემპით კიდევ 103 წელი დასჭირდება.
დიდი სურათი: ამასთანავე ბრძოლის ველზე არსებული ვითარებისა და არმიების ტექნოლოგიური შესაძლებლობლობის ფარდობითი პარიტეტის ფონზე ჟურნალი ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს უკრაინული ფრონტის ჩამოშლას.
- ჟურნალის დასაშვებად მიიჩნევს, რომ მიმდინარე წელს შემცირებულიყო სიკვდილიანობა უკრაინის არმიაში - ავტორების შეფასებით, შეხების ხაზის დრონებით მაღალი სატურაციის პირობებში მოიერიშის დანაკარგები დისპროპორციულად იზრდება.
- ამასთანავე მასალაში აღნიშნულია, რომ შესაბამისი დასკვნების გამოსატანად უკრაინის დანაკარგების შესახებ არსებული საჯარო ცნობები არ არის საკმარისი
- OSINT პროექტის UALoses-ის მიხედვით, სრულმასშტაბიანი შეჭრის განმავლობაში მოკლულ უკრაინელ ჯარისკაცთა რაოდენობა 80 ათასის ფარგლებშია, ამდენივე მიიჩნევა უზგო-უკვლოდ დაკარგულად.
- ამავე საიტის მიხედვით, გასული შემოდგომიდან მოყოლებული უკრაინაში სიკვდილიანობის შემცირება შეინიშნება
- იმ შემთხვევაშიც კი თუ უკრაინის რეალური დანაკარგები ამ რიცხვებს ორჯერ აღემატება - გამოდის, რომ ყოველ დაპუღუპ უკრაინელ მებრძოლზე 5 რუსს ჯარისკაცს კლავენ.
კონტექსტი: დანაკარგების ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში ავტორები ვარაუდობენ, რომ ცოცხალი ძალის დანაკლისი რუსეთისთვის შესაძლოა უფრო დიდ პრობლემად იქცეს, ვიდრე უკრაინისთვის.
- ამასთანავე აღნიშნულია, რომ ყოველთვიურად რუსეთის არმიაა 10-დან 15 ათასამდე ჯარისკაცის რეკრუტირებას ახერხებს, რაც უკრაინაში მობილიზაციის ტემპს აღემატება, თუმცა უფრო დანაკარგების ფონზე უპირატესობა ნულდება.