უკრაინის იუსტიციის მინისტრი თანამდებობიდან გადააყენეს

12 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის იუსტიციის მინისტრის თანამდებობიდან გადააყენეს ჰერმან ჰალუშენკო.

ვითარების არსი: ჰალუშენკოს გადადგომა მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე გადაწყდა, ინფორმაციას უკრაინის პრემიერმინისტრი იულია სვირიდენკო ავრცელებს.

კონტექსტი: ჰალუშენკო 2025 წლამდე ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

  • 10 ნოემბერს უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ (НАБУ) ჩხრეკა ჩაატარა ჰალუშენკოს, ასევე ბიზნესმენისა და ვოლოდიმირ ზელენსკის დიდი ხნის მეგობრის, ტიმურ მინდიჩის სახლებში.

  • "საქმე გვაქვს "ენერგოატომის" კონტრაგენტებისგან სისტემატიურად ფულის გამოძალვასთან. კერძოდ, კონტრაგენტებს "ენერგოატომისთვის" კონტრაქტების ღირებულების 10-15%-ის გადახდა უწევდათ.

  • НАБУ-ს გამოძიების თანახმად, მინდიჩმა და მისმა თანამზრახველებმა შავი ფულის სახით 200 მილიარდ გრივნამდე მიიღეს.

მსგავსი სიახლეები