ზელენსკიმ პუტინს პირადად შეხვედრამდე "ცეცხლის შეწყვეტა" შესთავაზა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტს შეხვედრამდე ცეცხლის შეწყვეტას სთავაზობს. მისი თქმით, უკრაინული მხარე ასეთი შეხვედრისთვის ნებისმიერ დროს არის მზად.
State Of Play: "ჩვენ რუსებს ვთავაზობთ ცეცხლის შეწყვეტას ლიდერების შეხვედრამდე. ჩვენ მზად ვართ დაუყოვნებლივ შეხვედრისთვის. შეხვედრა რუსების სურვილით შეიძლება ნებისმიერ ადგილას შედგეს: სტამბოლი, ვატიკანი, შვეიცარია. ჩვენ ვთავაზობთ შეხვედრას ორშაბათიდან ნებისმიერ დღეს." - აღნიშნა მან.
- "რატომ უნდა შეწყდეს ცეცხლი ლიდერების შეხვედრამდე, რადგან ჩვენ შევხვდებით და თუ ვერ გავუგებთ ერთმანეთს, თუ არ იქნება დეესკალაციის სურვილი და არ იქნება შეხედულებები იმის შესახებ, თუ როგორ დავასრულოთ ეს, მაშინ ცეცხლის შეწყვეტა იმავე დღეს დასრულდება. თუ დავინახავთ, რომ შეგვიძლია დიალოგის გაგრძელება და მზად ვიქნებით დეესკალაციის შესაბამისი ნაბიჯებისთვის, მაშინ ჩვენ გავაგრძელებთ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს. ამერიკული მონიტორინგით, ამერიკული შუამავლობის გარანტიებით." - განაცხადა უკრაინის ლიდერმა.
- ზელენსკის თქმით, თუ რუსებს ხანგრძლივი ცეცხლის შეწყვეტა არ სურთ, მაშინ ის მზადაა შეხვედრა 5 ივნისს დაგეგმოს.
Big Picture: უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ასეთი სწრაფი შეხვედრა ყველა მხარისთვის სასარგებლო იქნებოდა, თუ მათ ნამდვილად სურთ ომის დასრულება. მისი თქმით, უკრაინული მხარე ასეთი შეხვედრისთვის ნებისმიერ დღეს მზადაა.
- მან ასევე განაცხადა, რომ ლიდერების შეხვედრა შესაძლებელია ცეცხლის შეწყვეტის გარეშეც; მთავარია მოლაპარაკებების დაწყების პოლიტიკური ნება, რაც იმის დასტურია, რომ რუსული მხარე ნამდვილად მზადაა ომის დასასრულებლად.
Context: 2 ივნისს უკრაინისა და რუსეთის დელეგაციები შეხვდნენ. სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციები შეთანხმდნენ მძიმედ დაჭრილი და ახალგაზრდა სამხედროების კიდევ ერთ გაცვლაზე და განიხილეს უკრაინის წინადადება ივნისის ბოლოს ლიდერების შეხვედრის შესახებ.
- რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოებმა 2 ივნისის საღამოს გამოაქვეყნეს რუსული მემორანდუმის ტექსტი, რომელშიც მოცემულია ცეცხლის შეწყვეტის პირობები. მათ შორისაა უკრაინის ნეიტრალური სტატუსი, არჩევნების ჩატარება და უკრაინის მიერ ოთხი რეგიონის რუსეთისთვის დათმობა.