მიუხედავად ამისა, უკრაინელებმა შეძლეს ტრამპის გადარწმუნება მხარი დაეჭირა კონფლიქტის არსებულ ფრონტის ხაზებზე გაყინვას - მოგვიანებით მსგავსი პოზიცია დააფიქსირა ამერიკელმა პრეზიდენტმა შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ პოსტშიც.
წყაროების ცნობით, ამ დროისთვის ტრამპის ადმინისტრაციის მთავარი მიზანი მადუროსა და რეჟიმის სხვა საკვანძო ფიგურების მოშორებაა - სასურველია ნებაყოფლობით გადადგომით ან ქვეყნის დატოვებით - თუმცა არ არის გამორიცხული მისი დაპატიმრება ან ლიკვიდაცია.
მასალის ავტორების შეფასებით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ ჩინეთთან ვაჭრობის მოცულობის ზრდის ტემპი უფრო დაჩქარდა - სანამ რუსეთი გადართული იყო სხვა პრიორიტეტებზე, პეკინმა სწრაფად შეავსო ვაკუუმი და რეგიონის ქვეყნებთან ახალ შეთანხმებებს აფორმებს, როგორც რესურსების მიწოდების, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტების კუთხით.
გაზეთის წყაროებით ბოლო სატელეფონო საუბარში პუტინის მიერ გაჟღერებული მოთხოვნები ოდნავ ნაკლებად ამბიციურია, ვიდრე მის მიერ ალასკაში გამართულ შეხვედრაზე, როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა ნაწილობრივ ოკუპირებული ოთხივე ოლქიდან მოითხოვა უკრაინული არმიის გაყვანა.
დასავლური მედიები თავიანთ წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ შეხვედრამ დაძაბულ ატმოსფეროში ჩაიარა და უკრაინული მხარისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა ამერიკელი პრეზიდენტის შეცვლილი განწყობა.
ამის შესახებ ინფორმაციას საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Financial Times ავრცელებს - წყაროების შეფასებით, პუტინის ისტორიულმა წიაღვსლამ ტრამპი გააღიზიანა და სწორედ ეს გახდა შეხვედრის შემდეგ დაგეგმილი საქმიანი სადილის გაუქმების მიზეზი.