ახალი ამბები
პოლონეთის გენშტაბი: უკრაინისთვის MiG-29-ების გადაცემაზე მოლაპარაკებები გრძელდება
მაისში პოლონეთის ელჩმა უკრაინაში, პიოტრ ლუკასევიჩმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის MiG-29-ების გადაცემა სავსებით შესაძლებელია და მოლაპარაკებები გრძელდება.
FT: ტრამპმა სამშვიდობო შეთანხმებაზე პასუხისთვის ზელენსკის რამდენიმე დღე მისცა
წყაროების ცნობით, საუბარია რამდენიმე დღიან ვადაზე, რადგანაც ტრამპის ადმინისტრაციას სურს სამშვიდობო შეთანხმებას შობამდე (25 დეკემბერი) მიაღწიოს.
ჩინეთის დადებითმა სავაჭრო ბალანსმა პირველად გადააჭარბა 1 ტრილიონ დოლარს
ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის საბაჟო ადმინისტრაცია ავრცელებს - საუბარია მხოლოდ პროდუქციის ექსპორტზე და რიცხვი არ მოიცავს სერვისების ექსპორტის მონაცემებს.
Times: რუსული აქტივების კონფისკაციაზე შეთანხმებას მომდევნო კვირას გამოაცხადებენ
გეგმის მიხედვით, აღნიშნული თანხა შესაძლოა მოხმარდეს როგორც უკრაინის სამხედრო დახმარებას, ასევე ქვეყნის აღდგენას.
რუსეთში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Ан-22 ჩამოვარდა
რუსეთს არ აქვს საკმარისი საშუალო და მსუბუქი სატრანსპორტო თვითმფრინავები და მათ უფრო მძიმე მანქანებით ანაცვლებენ.
ტრამპის სამშვიდობო შეთანხმების მიუხედავად, კამბოჯამ ტაილანდზე იერიში მიიტანა
2025 წლის ოქტომბერში ტაილანდმა და კამბოჯამ, დონალდ ტრამპის შუამდგომლობით, სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერეს ხელი
აშშ დაჟინებით ითხოვს, რომ უკრაინამ დონბასი პუტინს დაუთმოს - Politico
უკრაინა კატეგორიულად ეწინააღმდეგება ამას და ხაზს უსვამს, რომ ცეცხლი ამჟამინდელ ფრონტის ხაზზე უნდა შეწყდეს. თუმცა, აშშ განაგრძობს ზეწოლას შეთანხმების დასაჩქარებლად.
ზელენსკის თქმით, აშშ-ის დელეგაციასთან საუბარი "რთული, თუმცა კონსტრუქციული" იყო
მანამდე Axios-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზელენსკისა და უიტკოფი/კუშნერის საუბრის დროს ტერიტორიულ საკითხებზე მსჯელობა რთული იყო.
სიიარტო: სლოვაკეთთან ერთად რუსულ გაზზე უარის თქმის EU-ის გეგმას გავასაჩივრებთ
უნგრეთი და სლოვაკეთი აპირებენ ევროკავშირის მიერ შემუშავებული რუსულ გაზზე უარის თქმის გეგმის გასაჩივრებას
აზერბაიჯანული მედია: "თბილისი ბაქოს მოთმინების ზღვარს ამოწმებს"
აზერბაიჯანული მედია რამდენიმე კვირაა წერს, რომ საქართველოს საბაჟოზე აზერბაიჯანული ტვირთები შეფერხებულია.
ნატოს გაფართოების შეწყვეტა და ბალანსი რუსეთთან - აშშ-ს ახალი სტრატეგია
ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგიის მიხედვით, ვაშინგტონის პრიორეტი მომდევნო წლების განმავლობაში დასავლეთ ნახევარსფეროში გამაგრება, ჩინეთის გავლენის ზრდის შეკავება და რუსეთთან ახალი სტრატეგიული ბალანსის მიღწევა იქნება.
აშშ-მა ევროპას მოსთხოვა, უარი თქვას უკრაინისთვის რუსეთის აქტივების გადაცემაზე - Bloomberg
ევროკავშირის ლიდერები დაჟინებით უსვამენ ხაზს, რომ რუსული აქტივების საკითხი წმინდად ევროპული საქმეა.