"ფუნდამენტური ცვლილებები"- CIA-ის დირექტორმა კუბაზე მოლაპარაკებები გამართა
შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (СIA) დირექტორი ჰავანაში იმყოფებოდა, სადაც მოლაპარაკებები გამართა "რაულიტო" კასტროსთან და კუნძულის სხვა მაღალჩინოსნებთან.
ვითარების არსი: ჯონ რეტკლიფის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად კუბელებმა გააავრცელეს - პარალელურად ცნობილი გახდა ერთ-ერთი ცნობილი პოლიტპატიმარი ქალის გათავისუფლების შესახებ.
- დასავლური მედიის ცნობით, СIA-ის დირექტორის მთავარი გზავნილი იყო, რომ ვაშინგტონი მზად არის კუბასთან თანამშრომლობისთვის "ფუნდამენტური ცვლილებების" სანაცვლოდ.
ჩაშლილად: ერთ-ერთი წყაროს ცნობით, რეტკილიფმა მოუწოდა კუბელ მაღალჩინოსნებს გამოეტანათ დასკვნა ნიკოლას მადუროს გატაცების ოპერაციიდან.
- ჰავანაში რეტკლიფი შეხვდა კუნძულის 94 წლის დე-ფაქტო მმართველის, რაულ კასტროს შვილიშვილს, "რაულიტოს", ასევე შინაგან საქმეთა მინისტრს, ლაზარო ალვარეზს და დაზვერვის სამსახურის უფროსს.
- ვითარებაში გაცნობიერებული წყაროს ცნობით, რეტკლიფის ამოცანა პრეზიდენტ ტრამპის გზავნილის ჩატანა იყო - "რომ ამერიკა მზად არის თანამშრომლობისთვის, თუ კუბა უარს იტყვის ამერიკის მეტოქეების ინტერესების გატარებაზე."
დიდი სურათი: თავის მხრივ, ტრამპის ადმინისტრაციის ამ დონის მაღალჩინოსნის და მით უფრო СIA-ის უფროსის მიღება და ამაზე საჯაროდ საუბარი ექსპერტების აზრით იმაზე მიუთითებს, რომ კუნძულის პოლიტიკური ისტებლიშმენტის "ნაწილი მაინც" დაინტერესებულია შეთანხმებით.
- "მათ აღარ აქვთ საწვავი, მათ აღარ აქვთ ფული. მათ დახმარებას არავინ ჩქარობს. რეჟიმი 1959 წლის შემდეგ წარმოუდგენელ სიჯიუტეს ავლენს, მაგრამ მათაც ესმით, რომ ცვლილებების დროა"- ამბობს ერთ-ერთი წყარო.
კონტექსტი: პარალელურად კუბაში ჰუმანიტარული მდგომარეობა კატასტროფულს უახლოვდება.
- გასულ 24 საათში კუბის ენერგეტიკის მინისტრმა გამოაცხადა, რომ ქვეყანამ სრულად ამოწურა საწვავის მარაგი - დენის გათიშვების გრაფიკი ქვეყანაში დღე-ღამეში 20-22 საათს უტოლდება.
სიღრმისეულად: რუბიო საიდუმლო მოლაპარაკებებს აწარმოებს რაულ კასტროს შვილიშვილთან