"ტაივანის მიმართ ჩვენი პოლიტიკა არ შეცვლილა"- რუბიო
ამერიკის სახელმწიფო მდივნის თქმით, ტაივანის საკითხზე ვაშინგტონის პოლიტიკა არ შეცვლილა.
ვითარების არსი: ამის შესახებ მარკო რუბიომ პეკინიდან, სი ძინფინგისა და დონალდ ტრამპის პირველი შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
- "ამერიკის პოლიტიკა ტაივანის მიმართ დღევანდელი შეხვედრის შემდეგ არ შეცვლილა"- ასე უპასუხა რუბიომ ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ დაიცავს თუ არა ამერიკა ტაივანს ჩინეთის თავდასხმის შემთხვევაში.
- "ჩვენ ვიცით როგორია მათი პოზიცია და ვფიქრობ, ასევე გავაგებინეთ როგორია ჩვენი პოზიცია"- დასძინა სახელმწიფო მდივანმა.
ჩაშლილად: კითხვაზე იყო თუ არა საუბარი ლიდერების შეხვედრაზე ტაივანისთვის შეიარაღების მიყიდვის შესახებ რუბიომ განაცხადა, რომ საკითხი გუშინდელ შეხვედრაზე არ წამოჭრილა.
- რუბიო ამბობს, რომ მათ იციან, რომ ჩინეთის უკმაყოფილების შესახებ, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ამგვარ გადაწყვეტილებებში მნიშვნელოვან როლს კონგრესიც ასრულებს.
კონტექსტი: კითხვაზე რამდენად სავარაუდოდ მიიჩნევს, რომ ჩინეთის თავდასხმას ტაივანზე რუბიო პასუხობს, რომ მისი აზრით პეკინისთვის პრიორიტეტული "მშვიდობიანი გაერთიანებაა."
- "იდეალურ შემთხვევაში ისინი ისურვებდნენ რეფერენდუმს ტაივანში, რომელშიც უმრავლესობა ჩინეთთან გაერთიანებას დაუჭერდა მხარს"- ამბობს რუბიო.
- მისი თქმით, ძალის გამოყენება ჩინეთის მხრიდან "სერიოზული შეცდომა", რომელსაც მოჰყვება შედეგები, "გლობალურად, არამხოლოდ შეერთებული შტატებისგან."
სიღრმისეულად: გარდამტეხი კვირა - დონალდ ტრამპი სი ძინფინგთან შესახვედრად ემზადება