არჩევნებში დანის გამარჯვებამ დაასრულა ექვსთვიანი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი, რომელიც გამოიწვია წინა საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმებამ რუსეთის სავარაუდო ჩარევის გამო.
ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Axios ტრამპის გარემოცვის წევრებზე დაყრდნობით ავრცელებს - საჯაროდ დონალდ ტრამპმა უკრაინის მიერ განხორციელებული იერიშის შესახებ გასულ დღეებში უჩვეულო დუმილი შეინარჩუნა.
ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ჰონგ-კონგური გამოცემა South China Morning Post ავრცელებს - წყაროების ცნობით, პეკინში შიშობენ, რომ რუსეთის დამარცხების შემთხვევაში ვაშინგტონის მთელი ყურადღება ჩინეთთან დაპირისპირებას დაეთმობა.
ამის შესახებ ვითარებაში ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს - სწორედ ეს მოთხოვნები წარუდგინა ვლადიმირ პუტინმა ამერიკელ პრეზიდენტს, ალასკაში გამართულ სამიტზე.
გასულ ზამთარში უნგრეთის მთავრობა კიდევ ერთხელ იმუქრებოდა, რომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გახანგრძლივების გადაწყვეტილებას ვეტოს დაადებდა, თუმცა საბოლოოდ მაინც დათანხმდა ერთიან გადაწყვეტილებას.
რუსეთის უახლოეს ისტორიაში ფედერალური მინისტრის დონის ჩინოვნიკის მიერ თვითმკვლელობის ბოლო შემთხვევა სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის (KGB) მიერ ორგანიზებული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას, ე.წ. ГКЧП-ს მოჰყვა.
"უსიამოვნო გადაწყვეტილებების" მიღებას რუსეთის მთავრობა რამდენიმე ფაქტორის კომბინაცია აიძულებს: მზარდი სამხედრო ხარჯები, ეკონომიკური ზრდის შენელებული ტემპი, მყარი რუბლი და ნავთობის გაყიდვით მიღებული შემოსავლების კლება.