ტრამპთან პოტენციური შეხვედრის ფონზე პუტინი 6 მოკავშირე ლიდერს ტელეფონით ესაუბრა

საუბარია: ჩინეთის, ინდოეთის, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის, ყაზახეთის, უზბეკეთისა და ბელარუსის ლიდერებზე.

კარასინი: საქართველო პოლიტიკურად მომწიფდა

კარასინის თქმით, 2008 წლის სააკაშვილის ავანტიურის შემდეგ, მტრობამ და დაპირისპირებამ ადგილი გონიერებასა და სტაბილურობას უნდა დაუთმოს.

სახ. დეპი: რუსეთის განცხადება "ფერადი რევოლუციის" შესახებ კატეგორიულად მცდარია

26 აგვისტოს რუსეთის საგარეო დაზვერვამ განაცხადა, რომ აშშ საქართველოში "ფერად რევოლუციას" ამზადებს

მოლდოვაში 4 პრორუსული, მემარცხენე პარტია მაია სანდუს წინააღმდეგ გაერთიანდა

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მოლდოვაში ხელისულების ყველა შტოს მოქმედი პრეზიდენტის, მაია სანდუს "მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია" (PAS) აკონტროლებს.

Axios: ტრამპმა გამოთქვა სურვილი გააძლიეროს უკრაინის საჰაერო თავდაცვა

ინფორმაციას ამის შესახებ ვითარებაში გაცნობიერებულ წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა Axios ავრცელებს - წყაროების ცნობით, ტრამპი ინფორმირებული იყო რუსეთის მხრიდან გააქტიურებული სარაკეტო დარტყმების შესახებ.

Guardian: ირანთან ბირთვულ შეთანხმებაში მოსკოვი შესაძლოა მთავარი არბიტრი გახდეს

ირანის გარანტიების საკითხში კი რამდენიმე გამოსავალი არსებობს: ერთ-ერთი ითვალისწინებს რუსეთისთვის ირანისგან მიღებული ურანის მარაგების უკან გადაცემის უფლების მინიჭებას - ეს ამერიკისა და ირანის ურთიერთობებში კრემლს საკვანძო როლს მისცემს.

უკრაინამ მწყობრიდან გამოიყვანა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრის 17%

ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters ავრცელებს - გამოცემის კალკულაციით ჯამურად რუსეთი ყოველდღიურად 1.1 მილიონი ბარელით ნაკლებ ნავთობს ამუშავებს.