მოლდოვის სუვერენიტეტის აღმოფხვრის მცდელობის გამო EU-მ სანქციები დააწესა

ევროპის კავშირმა ექვსი პირისა და ერთი კომპანიის წინააღმდეგ, რომლებიც მოლდოვას დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს, კანონის უზენაესობას და სტაბილურობას საფრთხეს უქმნიდნენ, სანქციები დააწესა.

ურსულა ფონ დერ ლაიენი ულტრამემარჯვენე პარტიებთან თანამშრომლობას გამორიცხავს

„ვინც იცავს დემოკრატიას ევროსკეპტიკოსებისგან და ჩვენს ღირებულებებს პუტინის მეგობრებისგან, მინდა, რომ სწორედ მათთან ვიმუშაო“, - ურსულა ფონ დერ ლაიენი.

ნატო-ს გენერალური მდივნის პოსტზე აშშ, ბრიტანეთი და გერმანია მხარს რუტეს უჭერენ

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის ოქტომბერში ეწურება.

შარლ მიშელი: უკრაინის დამარცხება ევროპულ ღირებულებებს ეჭვქვეშ დააყენებს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, უკრაინის დამარცხება ევროპის კავშირის ღირებულებებს ეჭვქვეშ დააყენებს.

EU-ის 10 წევრი სახელმწიფოს ფერმერები ერთობლივ საპროტესტო აქციას აწყობენ

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, დემონსტრაციაში ცენტრალური ევროპის, ბალტიისპირეთისა და ბალკანეთის ქვეყნების ფერერები იღებდნენ მონაწილეობას.

პოლონეთის საგარეო უწყება: ანტიუკრაინული ლოზუნგების უკან შესაძლოა რუსეთი იდგეს

პოლონეთის მთავრობის განცხადებით, ფერმერების საპროტესტო აქციაზე ანტიუკრაინული ლოზუნგების უკან შესაძლოა რუსეთის სადაზვერვო სამსახურის თანამშრომლები იდგნენ.

გამომძიებელი ჟურნალისტის მკვლელობის მე-5 წლისთავზე სლოვაკეთში აქციები იმართება

27 წლის იან კუციაკი და მისი მეუღლე, მარტინა კუშნიროვა გალანტის რაიონში (ტრნავა, სლოვაკეთი) 2018 წლის 21 თებერვალს მოკლეს.

ესპანელი ფერმერები მადრიდის ცენტრში საპროტესტო აქციას მართავენ

აქციის მონაწილეებს ბანერებზე შემდეგი წარწერებია გამოსახული: „არ არსებობს ცხოვრება ფერმერობის გარეშე!“, „ფერმერები გადაშენების პირას არიან!“.

ანჯეი დუდა პოლონელი ფერმერების მიერ უკრაინული მარცვლეულის გადაყრის გამო წუხს

პოლონეთის პრეზიდენტი, ანჯეი დუდა პოლონელი ფერმერების მიერ უკრაინული მარცვლეულის გადაყრის გამო წუხილს გამოთქვამს.

ათენში პარლამენტის წინ ფერმერების მასშტაბური აქცია იმართება

მთავრობა აცხადებს, რომ მზად არის, ფერმერებისთვის საგადასახადო შეღავათების უფრო სტაბილური სქემა განიხილოს მომავალში, თუმცა მიმდინარე წელს შეღავათის გაწევა შეუძლებელია.