ეკონომიკის მინისტრის თქმით, რუსეთი ეკონომიკური რეცესიის ზღვარზეა

ამის შესახებ მაქსიმ რეშეტნიკოვმა სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა - დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი, ელვირა ნაბიულინა და ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი.

ისრაელის ოპერაციებმა მნიშვნელოვნად შეათხელა ალი ხამენეის უახლოესი გარემოცვა

ირანის უმაღლესი ლიდერის გარემოცვაში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით, ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters ავრცელებს - წყაროების ცნობით, ალი ხამენეის იზოლაცია მზარდია, რაც ზრდის "მცდარი" გადაწყვეტილებების შანსს.

Pew: მსოფლიოში მუსლიმების ხვედრითი წილი გაიზარდა, ხოლო ქრისტიანების შემცირდა

ამის შესახებ 9 ივნისს Pew research-ის მიერ ჩატარებული კვლევაშია - ავტორებმა 2010-2020 წლის პერიოდში ჩატარებული კვლევები შეისწავლეს.

ომის დაწყების შემდეგ პირველად სერბეთის პრეზიდენტი უკრაინაში ჩავიდა

ალექსანდრ ვუჩიჩი მონაწილეობას იღებს ფორუმში "უკრაინა-სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპა, რომელიც ოდესაში მიმდინარეობს.

BND: ნატოს გამოსაცდელად რუსეთი ესტონეთში მწვანე კაცუნების გაგზავნას განიხილავს

ამის შესახებ გერმანიის ფედერალური დაზვერვის სამსახურის უფროსმა ბრუნო კალმა Table Media-ს პოდკასტში სტუმრობისას განაცხადა. კალის თქმით, კრემლში არამხოლოდ განიხილავენ ასეთ ოპერაციას, არამედ აქტიური მზადებაც მიმდინარეობს - ამასთანვე BND-ს შეფი არ აკონკრეტებს, თუ როდის შეიძლება დაიწყოს მოქმედებები.

დატყვევებული რუსი ოფიცრების თქმით, მიმდინარე იერიში გარღვევის ბოლო მცდელობაა

ამის შესახებ ჟურნალი The Economist საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით რუსეთის არმიის იერიშის შესახებ მომზადებულ მასალაში წერს - უკრაინის არმიაში განსხვავებულად აფასებენ ფრონტის გარღვევისა შანსს და რისკებს.

საიდუმლო ანგარიშში FSB ჩინეთს მტერს უწოდებს და მის ტერიტორიულ პრეტენზიებზე მიუთითებს

ინფორმაციას ამის შესახებ New York Times აღნიშნულ საიდუმლო დოკუმენტსზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც რედაქციამ მოიპოვა - დოკუმენტი არ არის დათარიღებული, მაგრამ მაღალი ალბათობით საუბარია 2023 წლის მიწურულს ან 2024 წლის დასაწყისზე.