რუბიოს თქმით, შტატები არ უბიძგებენ უკრაინას ტერიტორიების დათმობისკენ

მარკო რუბიოს თქმით, შეერთებული შტატები არ უბიძგებენ უკრაინას ტერიტორიული დათმობისკენ რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად.
State Of Play: ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, NBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა - ამასთანავე რუბიომ დაადასტურა, რომ ომის შეჩერების სანაცვლოდ რუსეთი დამატებით ტერიტორიას ითხოვს.
- "თუ უკრაინელები არ არიან მზად ტერიტორიების დათმობისთვის, არავინ აიძულებს მათ ამის გაკეთებას"- ამბობს რუბიო.
- მისი თქმით, ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს აწარმოოს "სერიოზული მოლაპარაკებები" რათა გამოჩნდეს კომპრომისი - "რუსები როგორც ყოველთვის გრძნობენ, რომ მომენტი მათ მხარესაა, ხოლო უკრაინელები, რომლებმაც არანორმალური სიმამაცე გამოავლინეს, რუსებს უმძიმეს დანაკარგებს აყენებენ."
Big Picture: დასავლური მედიის ცნობით, ალასკაში ტრამპთან შეხვედრისას ომის შესაჩერებლად დონბასიდან უკრაინული ჯარების გაყვანა მოითხოვა და სანაცვლოდ განაცხადა, რომ მზად არის ხერსონსა და ზაპორიჟიაში ფრონტი გაყინოს.
- პუტინთან შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპმა უარი თქვა მანამდე გაჟღერებულ ოფიციალურ მიზანზე, ცეცხლის შეწყვეტაზე და თქვა, რომ საუკეთესო გზა დიდ სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობაა.
- ტრამპის შეცვლილი პოზიცია უფრო ახლოსაა კრემლის მიერ გაჟღერებულ მოთხოვნებთან, რომლის მიხედვითაც ცეცხლის შეწყვეტა არ არის საჭირო სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის.
- Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ტრამპმა თქვა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებებში სერიოზული პროგრესს მიაღწია და უკრაინას სამშვიდობო შეთანხმების მიღება ურჩია.
Zoom In: საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ცნობით, ზელენსკიმ ტრამპთან გამართულ სატელეფონო საუბარში უკვე უარყო მსგავსი შესაძლებლობა - მსგავსი შინაარსის განცხადება გაავრცელა უკრაინელმა ლიდერმა, ევროკომიის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ.
- ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, სამშვიდობო მოლაპარაკებები ფრონტზე ამჟამად არსებულ ხაზებს უნდა დაეყრდნოს და დიდი სამშვიდობო შეთანხმებისთვის აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტა.
Сontext: ამ დროისთვის რუსეთის საოკუპაციო არმია დონეცკის ოლქის დაახლოებით 70%-ს აკონტროლებს, თუმცა ოლქის დასავლეთში მდებარე კრამატორსკ-სლოვიანსკის მსხვილი აგლომერაცია ჯერ კიდევ უკრაინული არმიის კონტროლქვეშაა.
- სამხედრო ექსპერტების შეფასებით, აღნიშნულ აგლომერაციას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს უკრაინის აღმოსავლეთში სამხედრო ლოჯისტიკისა და ქვეყნის უსაფრთხოებისთვის.
Go Deeper: პუტინმა ტრამპს აცნობა, რომ მზად არის შეაჩეროს ომი მთლიანი დონბასის სანაცვლოდ