
საქართველოდან დანახული ირანის ომი - გია ნოდიას მოსაზრება
თუ ამ სტრიქონების ავტორს და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას ქვეყნის ინტერესი სწორად გვესმის, დასავლეთის თუნდაც მცირე გამარჯვება უნდა გვიხაროდეს. გლობალურ სისტემაში, სადაც დემოკრატიული სამყარო „რესანტიმანით“ შეპყრობილ (ქართულად - „დაბოღმილ“) დიქტატურებზე ძლიერია, ჩვენც მეტი შანსი გვაქვს, სუვერენული და წარმატებული ქვეყანა გვქონდეს (თუმცა ამის გარანტია არც ამ შემთხვევაში იარსებებს).