ანექსიის 60 წლის იუბილეზე სი ძინფინგი იშვიათი ვიზიტით ტიბეტს ეწვია

ჩინეთის მიერ ანექსიის მესამოცე წლისთავზე ჩინეთის კომუნისტური პარტიის ლიდერი იშვიათი ვიზიტით ტიბეტს ეწვია.
State of Play: ამის შესახებ ჩინეთის სახელმწიფოს საინფორმაციო სააგენტო Xinhua ავრცელებს.
- "დედაქალაქ ლჰასაში ლიდერს თბილი დახვედრა მოუწყვეს ხალხებმა განსხვავებული ეთნიკური ჯგუფებიდან. ლამაზი ყვავილებით ხელდამშვენებულები ისინი ესალმებოდნენ ლიდერს და ცეკვავდნენ მხრიალურ რითმებზე"- ნათქვამია მასალაში.
- თავის სიტყვაში სი ძინფინგმა ხაზი გაუსვა "თანამედროვე, სოციალისტური ტიბეტის მშენებლობის მნიშვნელობას, რომელიც ჰარმონიაში იქნება ერთიან ცინეთთან."
Big Picture: ჩინეთის სახალხო-გამათავისუფლებელმა არმიამ ტიბეტი 1951 წელს დაიკავა, 1965 წელს მაო ძედუნმა ტიბეტის ავტონომიური რეგიონი გამოაცხადა. მომდევნო ათწლეულებში კომუნისტურმა პარტიამ რეგიონში ინტენსიური პოლიტიკური რეპრესიების ტალღა წამოიწყო.
- განსაკუთრებული სისასტიკით იდევნებოდნენ ბუდისტი სასულიერო პირები, განადგურდა არაერთი მონასტეერი.
- დამოუკიდებელი დამკვირვებლების შეფასებით, გასულ ათლწლეულებში კომუნისტური პარტია ახალისებს ტიბეტში მიგრაციას, გარდა ამის რეგიონი პრაქტიკულად სრულად დაიხურა მედიისთვის, იკრძალება პოლიტიკური და კულტურული ღონისძიებები, რომლებიც რეგიონის განსხვავებულ ისტორიას უსვამს ხაზს.
Zoom In: ჩინეთმა ასევე მიისაკუთრა რეინკარნირებული დალაი-ლამას "დანიშვნის" უფლება, რომელიც ტიბეტელი ბუდისტების უმაღლესი სასულიერო ლიდერია.
- მოქმედი დალაი ლამა, რომელსაც ცოტა ხნის წინ 90 წელი შეუსრულდა, 1959 წლის შემდეგ ინდოეთში ცხოვრობს.
- სი ძინფინგის ვიზიტს ინდოეთში ემიგრირებული ტიბეტელების საპროტესტო აქცია მოჰყვა.
- კრიტიკოსების შეფასებით, 2008 წლის საპროტესტო აქციების შემდეგ რეპრესიები გამწვავდა.
The Other Side: ჩინეთის კომუნისტური პარტია ირწმუნება, რომ ტიბეტი ასწლეულეობის განმავლობაში ჩინეთის განუყოფელი ნაწილი იყო, ხოლო რეგიონში ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის დამყარების შემდეგ სიღარიბის დონე მკვეთრად შემცირდა.