ავსტრიის აუცრელ მოქალაქეებს სახლიდან გასვლა შეეზღუდებათ

 

ავსტრიის კანცლერმა ალექსანდრ შალენბერგმა განაცხადა, რომ ვირუსის ამ ტემპით გავრცელების გაგრძელების შემთხვევაში, აუცრელ ადამიანებს შეზღუდვები დაუწესდებათ.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე კანცლერმა თქვა, რომ აუცრელებს ზოგიერთ დაწესებულებაში შესვლა შეეზღუდებათ.

კორონავირუსის ახალი ტალღის გამო ავსტრიის საავადმყოფოების რეანიმაციული განყოფილებების 25% COVID-19-ით დაავადებულებს უჭირავთ. თუკი მათი რაოდენობა 1/3-ს მიაღწევს, აუცრელ ადამიანებს სახლის დატოვება მხოლოდ სპეციფიკური საჭიროებებით შეეძლებათ.

ავსტრიის მოსახლეობის 65% ვაქცინის ერთი დოზით აიცრა, 62% კი სრულად.

 

 

მსგავსი სიახლეები