ბატალიონი სამხრეთი: ლიკვიდირებულია 21 ოკუპანტი და 4 თვითმავალი ჰაუბიცა

უკრაინის ფრონტის სამხრეთ მიმართულების ოპერატიული სარდლობა გასული 24 საათს აჯამებს

სარდლობის ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გააგრძელეს დაბომბვები, თუმცა არ გამოუვლენიათ განსაკუთრებული აქტიურობა. 

ამ დროის განმავლობაში ოკუპანტებმა განახორციელეს 5 სარაკეტო დარტყმა და ზალპური ცეცხლის სისტემიდან საარტილერიო დაბომბვა. 

"მტრის ჯამურმა დანაკარგებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში შეადგინა: 21 ოკუპანტი, 7 ერთეული ჯავშანტექნიკა, 4 თვითმავალი ჰაუბიცა, 1 ზალპური ცეცხლის სისტემის დანადგარი და 1 უპილოტო საფრენი აპარატი." 

ამასთანავე სამხრეთ ფრონტის სარდლობის ცნობით, რუსები კვლავ აკონტროლებენ შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთს, რითაც ეფექტურად ბლოკავენ უკრაინის პორტებს და საერთაშორისო ნაოსნობას. 

 

მსგავსი სიახლეები