ბატალიონი ვასტოკი: მოვიგერიეთ 4 შეტევა, ლიკვიდირებულია 173 ოკუპანტი

ოპერატიულ-ტაქტიკური დაჯგუფება "ვასტოკი" გასული დღე-ღამის განმავლობაში მათი პასუხისმგებლობის ზონაში განვითარებულ საომარ მოქმედებებზე ყოველდღიურ კრებსს აქვეყნებს

ბატალიონის ცნობით, 29 აპრილს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 4 შეტევის განხორციელება სცადეს, თუმცა ორივე მათგანისგან დაჯგუფებამ თავი წარმატებით დაიცვა. 

ეფექტური მოქმედებების შედეგად განადგურებულია: 173 ოკუპანტი, 4 ტანკი, 21 ერთეული ჯავშანტექნიკა, 5 საარტილერიო დანადგარი და 5 უპილოტო საფრენი აპარატი. 

მანამდე ცოტა ხნით ადრე ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ ყოველდღიური კრებსი გაავრცელა უკრიანის შეიარაღებული ძალების გაერთიანებულმა შტაბმა. 

გაერთიანებული შტაბის ცნობით, 29 აპრილს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა წარმატებით მოიგერიეს ოკუპანტების 14 იერიში. წარმატებული თავდაცვის შედეგად განადგურებულია მტრის 11 ტანკი, 27 ერთეული ჯავშანტექნიკა, 7 საარტილერიო სისტემა. 

გარდა ამისა, უკრაინელმა მებრძოლებმა დონბასის თავზე ჩამოაგდეს რუსეთის შეიარაღებული ძალების 1 თვითმფრინავი და 7 უპილოტო საფრენი აპარატი. 

გუშინ გავრცელდა პენტაგონის შეფასება, რომლის მიხედვითაც რუსეთის საოკუპაციო ძალები თავდაპირველ გრაფიკს როგორც მინიმუმ რამდენიმე დღით ჩამორჩებიან. 

იმავე პენტაგონში 27 აპრილს გამართულ ბრიფინგზე იტყობინებოდნენ, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების წინსვლა დონბასში იყო ნელი და არამდგრადი. 

მსგავსი სიახლეები