FT: უკრაინა განიცდის ჰსთ-ს ნაკლებობას, ეს მომდევნო 'რამშტაინის' მთავარი თემაა

უკრაინის ჰაერ-საწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებების კლების ფონზე სწორედ ეს იქნება დასავლელი მოკავშირეების შეხვედრის მთავარი თემა. რამშტაინის ფორმატის სახელით ცნობილი შეხვედრა გერმანიაში 21 აპრილს გაიმართება. 

ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Financial Times ავრცელებს

გაზეთის წყაროები ადასტურებენ სოციალურ ქსელში გავრცელებული პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტებში არსებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ უკრაინას სწრაფად ეწურება საბჭოთა წარმოების ჰაერ-საწინააღმდეგო რაკეტები. 

ამ დოკუმენტების მიხედვით, უკვე 23 მაისს უკრაინა სრულად ამოწურავს როგორც БУК-ს, ასევე, C-300-ის ტიპის სისტემებისთვის საჭირო რაკეტებს, ეს კი თავის მხრივ უკრაინის საშუალო და გრძელი რადიუსის სისტემების 89%-ს შეადგენს. 

გაზეთის წყაროების ცნობით, თუ ჩანაცვლების გარეშე რუსეთმა შესაძლოა პირველად მიიღოს უპირატესობა ჰაერში - უკრაინის საზენიტო სისტემების ეფექტურობის გამო რუსეთის ავიციის ეფექტურობა გასული წლის განმავლობაში ძალიან შეზღუდული იყო. კონფლიქტის საწყისი დღეების შემდეგ, თვითმფრინავების ჩამოგდების მაღალი რისკის გამო რუსეთის ავიაცია იშვიათად კვეთდა ფრონტის ხაზს. 

ბევრი სამხედრო ექსპერტის აზრით, იმ შემთხვევაში თუ უკრაინა არ მიიღებს რაკეტების ახალ პარტიას ან ახალ სისტემებს რუსეთი უფრო ეფექტურად დაიწყებს ავიაციის გამოყენებას, რამაც შესაძლოა უკრაინისთვის სავალალო შედეგი იქონიოს. 

გაზეთის წყაროების ცნობით, სწორედ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისმტემები იქნება რამშტაინის მორიგი შეხვედრის თემა - "არა ტანკები, არა საარტილერიო ჭურვები და არა თვითმფრინავები, რაზეც ამდენს საუბრობდნენ წინა შეხვედრებზე."

Financial Times-ის მიერ მომზადებულ მასალაში ნათქვამია, რომ პირველ რიგში უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო ბრძოლის გაზრდის მიზნით იყო ნაკარნახევი პოლონეთისა და სლოკავეთის მიერ უკრაინისთვის საბჭოთა წარმოების გამანადგურებლების გადაცემა. 

კონტექსტი 

სამხედრო ექსპერტების ცნობით, სწორედ ეშელონირებული საჰაერო თავდაცვის სისტემა წარმოადგენდა ამ დრომდე უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე დიდ წარმატებას. 

მათივე ცნობით, ეფექტური ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების გარეშე რთული იქნება წარმატებული კონტრიერიშის განხორიცელებაც. 

მსგავსი სიახლეები