გერმანელი ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი: მერკელის და მაკრონის ნაზავი ვარ

გერმანელი ქრისტიან-დემოკრატების ლიდერმა, არმინ ლაშეტმა თავისი პოლიტიკური სტილი დაახასიათა, როგორც ანგელა მერკელის “სიფხიზლის” და ემანუელ მაკრონის ევროპული რეფორმებისკენ “სწრაფვის” ნაზავი. ასევე მან აღნიშნა, რომ ის გეოგრაფიულად პარიზთან უფრო ახლოს გრძნობდა თავს, ვიდრე ბერლინთან.

2021 წლის ბრიუსელის ფორუმზე მმართველი პარტიის ახალმა ლიდერმა თქვა, რომ მას თავისი - “ლაშეტის სტილი” აქვს, რომელიც გერმანიის და საფრანგეთის ახლანდელი ლიდერების ელემენტებს აერთიანებს.

ემანუელ მაკრონი უფრო ღრმა ევროპული ინტეგრაციის მხარდამჭერია. ზოგიერთ მის ინიციატივას ანგელა მერკელი სკეპტიკურად უყურებდა. საფრანგეთის პრეზიდენტის იდეა ევროზონის ერთიანი ბიუჯეტის შექმნაზე მიუღებელი იყო გერმანელი კონსერვატორებისთვის, რადგან, მათი აზრით, ეს გერმანიის მოქალაქეებზე საგადასახადო ტვირთს გაზრდიდა.

თუმცა, მაკრონი და მერკელი ევროკავშირის ეკონომიკის კორონავირუსისგან აღდგენის 750 მილიარდიანი ფონდის შექმნაზე ერთმანეთთან თანამშრომლობდნენ.

---------------------------------------------------------------------------

გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები 2021 წლის 26 სექტემბერს უნდა გაიმართოს. გამოკითხვებით, მმართველი ქრისტიან-დემოკრატიული პარტია მცირე უპირატესობით პირველ ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები