იაპონია უკრაინას 100 სამხედრო მანქანას და საკვების კომპლექტებს გადასცემს

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ 21 მაისს განაცხადა, რომ იაპონია უკრაინას 100 სამხედრო მანქანას და 30 000 სურსათის კომპლექტს გაუგზავნის. ამის შესახებ The Kyiv Independent წერს.

მან პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ იაპონიას ასევე შეუძლია მიიღოს დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცები.

კიშიდამ თქვა, რომ G7-ის ლიდერები "უფრო ერთიანები არიან, ვიდრე ოდესმე"და მისი ქვეყანა "მტკიცედ დაუჭერს მხარს უკრაინას ყველა ასპექტში", რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების ჩათვლით.

ასევე კიშიდამ რუსეთის ბირთვულ მუქარას "მიუღებელი" უწოდა.

იაპონიის პრემიერ-მინისტრის თქმით, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის ბანკი დააზღვევს 674 მილიონი დოლარის ობლიგაციებს პოლონეთში უკრაინელო ლტოლვილების მხარდასაჭერად.

გარდა ამისა, იაპონია უკრაინის რეკონსტრუქციისთვის 7.6 მილიარდი დოლარის გამოყოფას გეგმავს.

მარტის ბოლოს იაპონიამ გამოაცხადა, რომ უკრაინას 400 მილიონი დოლარის გრანტი გამოუყოფს კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღსადგენად, რომელიც რუსეთის მუდმივი თავდასხმების შედეგად დაზიანდა.

მსგავსი სიახლეები