კითხვაზე ფიქრობთ, რომ პუტინი მკვლელია, ბაიდენმა დადებითად უპასუხა

ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ პირადად გააფრთხილა ვლადიმერ პუტინი იმ შედეგებზე, რომელიც რუსეთის მხრიდან აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაზე გავრცელებული ხმების დადასტურებას მოყვებოდა. ჟურნალისტმა ბაიდენს ჰკითხა აშშ-ს დაზვერვის განცხადების შესახებ, რომელშიც საუბარი იყო არჩევნების პროცესში ჩარევაზე სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის რუსეთიდანაც. ჯო ბაიდენმა თქვა, რომ ვლადიმერ პუტინს აღნიშნულ საკითხზე იანვრის ბოლოს ტელეფონით ესაუბრა. 

"ჩვენ გრძელი საუბარი გვქონდა, მე მას შედარებით დიდი ხანია ვიცნობ. საუბარიც აქედან დაიწყო, მე მას ვუთხარი - მე გიცნობთ თქვენ, თქვენ მიცნობთ მე. თუ გაირკვევა, რომ ეს მართლა მოხდა [რუსეთის ჩარევა საპრეზიდენტო არჩევნებში] იყავით მზად",- თქვა ბაიდენმა. აშშ-ს პრეზიდენტმა თქვა, რომ ამ შემთხვევაში პუტინის სათანადო ფასის გადახდა მოუწევს. 

ჟურნალისტის მომდევნო კითხვა პუტინის პერსონას შეეხებოდა:

- "თქვენ პრეზიდენტ პუტინს დიდი ხანია იცნობთ, ფიქრობთ, რომ ის მკვლელია?" 

- "დიახ"- უპასუხა ჯო ბაიდენმა. 

ბაიდენის განცხადებასთან დაკავშირებით კრემლის კომენტარი ჯერჯერობით არ გავრცელებულა. 

გარდა ამისა, აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შესაძლოა ორი საქმის ერთდროულად კეთება და თანამშრომლობა რუსეთთან იმ საკითხებში, რომელიც ორივე მხარისთვის მისაღებია. ამ კონტექსტში ჯო ბაიდენმა რუსეთთან სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის ხელშეკრულების გახანგრძლივება დაასახელა. 

მსგავსი სიახლეები