კრემლი სრულმასშტაბიან ზავზე უარს იტყვის, მაგრამ მზადაა განიხილოს ზავი ჰაერში

რუსეთის ლიდერის გარემოცვაში არ განიხილავენ დონალდ ტრამპის ულტიმატუმზე დათანხმებას, რომლის მიხედვითაც რუსეთი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმობას გულისხმობს - თუმცა კრემლში მზად არიან ნაწილობრივი "დათმობებისთვის."

State Of Play: ინფორმაციას ამის შესახებ ვითარებაში გაცნობიერებულ წყაროებზე დაყრდნობით Bloomberg ავრცელებს - წყაროების ცნობით, მხარეები დიპლომატიურ გარღვევას არ მოელიან. 

  • რუსეთი არ აპირებს სრულმასშტაბიან ზავზე დათანხმებას და წყაროების თქმით, რუსეთის არმიის სახმელეთო იერიშები ნებისმიერ შემთხვევაში გაგრძელდება, თუმცა დათმობის სახით კრემლში განიხილავენ საჰაერო დარტყმებზე მორატორიუმის გამოცხადებას. 

  • წყაროების ცნობით, ასეთი დათმობა რუსეთის მხრიდან დე-ესკალაციისკენ გადაგმული ჟესტი იქნებოდა - "მით უფრო, რომ კრემლში ხვდებიან, რომ ამ მომენტში დონალდ ტრამპს მათგან საჩუქარი ჭირდება, ისინი რაღაც დათმობაზე უნდა წავიდნენ."

  • წყაროების შეფასებით, საუბარია შორეული სარაკეტო და დრონების დარტყმების შეჩერებაზე, ამასთანავე უცნობია თუ რა წინაპირობები ექნება რუსეთს და რამდენად იქნება ეს მიღება კიევისა და მისი დასავლელი პარტნიორებისთვის. 

Big Picture: ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ამერიკელი პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი მოსკოვს 6 აგვისტოს ეწვევა - ეს ტრამპის სპეცწარმომადგენლის რიგით მეექვსე ვიზიტი იქნება. 

  • ჯერჯერობით ოფიციალურად არ არის დადასტურებული შეხვდება თუ არა ვლადიმირ პუტინი უიტკოფს - წინა ვიზიტების დროს უიტკოფი თითქმის ყოველჯერზე ახერხებდა რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრას, ხანხადან რამდენიმე საათის დაგვიანებითაც. 

  • უიტკოფის ვიზიტი ტრამპის მიერ გამოცხადებული ულტიმატუმის ამოწურვას უკავშირდება - ამერიკელმა პრეზიდენტმა ზავზე დასათანხმებლად ვლადიმირ პუტინს თავდაპირველად 50-დღიანი ვადა მისცა, თუმცა მოგვიანებით 12 დღემდე შეამცირა, რაც 8 აგვისტოს ემთხვევა. 

  • წინააღმდეგ შემთხვევაში დონალდ ტრამპი რუსეთის ენერგეტიკული სექტორისთვის დაწესებული სანქციების გამკაცრებითა და იმ ქვეყნების ეკონომიკურად დასჯით იმუქრება, რომლებიც რუსეთისგან ნავთობს ყიდულობენ, მათ შორისაა ინდოეთი და ჩინეთი. 

Context: საყურადღებოა, რომ საჰაერო დარტყმებზე მორატორიუმზე გასულ პარასკევს ვლადიმირ პუტინთან, ვალაამის სამონასტრო კომპლექსში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა ბელარუსის დიქტატორმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ. 

  • ლუკაშენკო ამბობდა, რომ პუტინი თანახმაა და საჭიროა ზელენსკის დაყოლიება - თავად რუსეთის პრეზიდენტს საკითხთან დაკავშირებით პირდაპირ არ უსაუბრია. 

  • საყურადღებოა, რომ საჰაერო დარტყმების შეწყვეტაზე საუბარი გასულ თვეებში მიმდინარეობდა, როდესაც ამერიკული ადმინისტრაციის ინიციატივით ახალი დიპლომატიური საუბარი დაიწყო

  • პრეს-რელიზებში ჩნდებოდა ფრაზები ენერგეტიკულ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმების 30-დღიანი მორატორიუმის შესახებ, თუმცა აღნიშნული შეთანხმებები პრაქტიკულად პირველივე დღეებიდან ირღვეოდა. 

  •  

მსგავსი სიახლეები