კულება: თუ დასავლეთი იარაღს არ გადმოგვცემს, ნიჩბებით ვიბრძოლებთ, მაგრამ ბრძოლას არ შევწყვეტთ

მაშინაც კი, თუ დასავლური იარაღის მოწოდება შეწყდება, უკრაინა გააგრძელებს რუსული შემოჭრისგან თავდაცვას, მაგრამ შემდეგ კიდევ ბევრი ადამიანი დაიღუპება. ამის შესახებ 19 ივნისს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ გერმანიული ტელევიზიის ეთერში განაცხადა განაცხადა.

"თუ იარაღს არ მივიღებთ, კარგი, მაშინ ნიჩბებით ვიბრძოლებთ, მაგრამ თავს დავიცავთ, რადგან ეს ომი ჩვენი არსებობისთვის ომია", - თქვა კულებამ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რაც უფრო მალე მიიღებს უკრაინა იარაღს, მით უფრო დაეხმარება ეს მას.

"თუ იარაღს მოგვიანებით გამოგვიგზავნიან, ჩვენ მაინც ვიტყვით მადლობას, მაგრამ ბევრი დრო დაიკარგება, ბევრი ადამიანი დაიღუპება", - დასძინა მინისტრმა.

თავის გამოსვლაში მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთის არმიას ფრონტის "ყველაზე ცხელ" რაიონებში არტილერიაში 15-ჯერ დიდი უპირატესობა აქვს და აღნიშნა, რომ გერმანიას "მეტის გაკეთება შეუძლია და გააკეთებს" არტილერიის მიწოდების, საზენიტო და სარაკეტო სისტემების სახით.  

მსგავსი სიახლეები