მედია გუშაგთა კორპუსის მეთაურისა და წამყვანი ფიზიკოსების შესაძლო სიკვდილზე წერს

ირანული მედია ისრაელის "პრევენციული" დარტყმების შედეგად ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურის შესაძლო სიკვდილზე წერს - ვრცელდება ცნობები, გენშტაბის უფროსის, სხვა მაღალი რანგის სამხედრო მეთაურებისა და ქვეყნის წამყვანი ფიზიკოსების სიკვილდზეც.
State Of Play: საუბარია როგორც ირანის სახელმწიფო საინფორმაციო უწყებებზე, ასევე უშუალოდ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან დაკავშირებულ მედიებზეც.
- გუშაგთა კორპუსის და არმიის მეთაურების წინააღმდეგ განხორციელებულ დარტყმებს ადასტურებენ წყაროები ისრაელის არმიაში და ამბობენ, რომ გამხსნელი დარტყმის შედეგად ირანმა დანაკარგი განიცადა.
- ირანის სახელმწიფო მედიების ცნობით, ისრაელის დარტყმის შედეგად მოკლულია რამდენიმე წამყვანი ფიზიკოსი, მათ შორის ფერეიდუნ აბასი-დავანი და მოჰამედ მეჰდი თეჰრანჩი.
- ჰოსეინ სალამი ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურად უმაღლესმა სულიერმა ლიდერმა, ალი ხამინეიმ 2019 წელს დანიშნა.
Big Picture: ახლო აღმოსავლეთში Axios-ის კორესპონდენტის, ბარაკ რავიდის ცნობით, საჰაერო დარტყმების გარდა ირანში განხორციელდა მოსადის ფარული ოპერაციებიც.
- "საუბარია ოპერაციებზე ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და სარაკეტო ობიექტების წინააღმდეგ"- წერს რავიდი.
- "თუ ოპერაცია წარმატებული იყო, ჩვენ 10 წუთში ირანს მივაყენეთ იმხელა დარტყმა რამხელად ჰეზბოლას 10-დღეში"- ამბობს Times of Israel-თან საუბარში ისრაელის არმიის მაღალჩინოსანი.
Break it Down: ისრაელის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს იყო "პრევენციული დარტყმა" - საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ისრაელში.
- წყაროს ცნობით, ირანის ბირთვული ობიექტების განადგურებას რამდენიმე დღე დასჭირდება და მოსალოდნელია, რომ ირანი სარაკეტო და დრონების შეტევით უპასუხებს.
- ისრაელი ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმების განსახორციელებლად ბოლო თვეებში აქტიურად ემზადებოდა, თუმცა ნეთანიაჰუს მთავრობაში ამბობდნენ, რომ დაელოდებოდნენ შეერთებულ შტატებთან მიმდინარე მოლაპარაპაკებების შედეგებს.
- ისრაელის არმიაში გამოცემის წყაროების ცნობით, გასულ კვირებში დაზვერვამ აღმოაჩინა ირანის ბირთვული პროგრამის დაჩქარების ნიშნები, ამასთანავე დაზვერვამ პრაქტიკულად სრულად დაკარგა წვდომა პროგრამის განვითარებაზე.
Сontext: "გაიხსნა სტრატეგიული შესაძლობლობების ფანჯარა, ჩვენ ახლოს ვართ არდაბრუნების წერტილთან და ჩვენ არ გვქონდა არჩევანი, მოქმედების გარდა"- ამბობს IDF-ს მაღალჩინოსანი.
- ისრაელის საჰაერო დარტყმებს წინ უძღოდა საკმაოდ ინტენსიური დიპლომატიური პროცესი, რომლის მიზანიც ახალი ბირთვული შეთანხმების მიღწევა იყო.
- შეერთებული შტატებისა და ირანის მოლაპარაკებების მეექვსე რაუნდი 15 ივნისს ომანში უნდა გამართულიყო - უცნობია რჩება თუ არა ძალაში შეთანხმება ახალი გარემოებების გათვალისწინებით.
Go Deeper: საჰაერო დარტყმების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკა არ მიიღებდა მონაწილეობას ოპერაციაში თუ ასეთი დაიწყებოდა და საწინააღმდეგო აზრი გამოთქვა.
- ამერიკელი პრეზიდენტი გამოთქვამდა იმედს, რომ ირანთან ახალი ბირთვული შეთანხმების მიღწევა ჯერ კიდევ შესაძლებელია.
- პარალელურად გრძელდება რეგიონის ქვეყნებიდან ამერიკის საელჩოებისა და სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრების ევაკუაცია.
- ესკალაციის მოლოდინში პენტაგონმა რეგიონში განთვასებულ ობიექტებზე საჰაერო თავდაცვა გააძლიერა - იმ შემთხვევაში კი ისრაელი არ მიიტანს შეტევას ირანის ბირთვულ ობიექტებზე მოსალოდნელია, რომ ამერიკული ობიექტები თეირანის სამიზნეში მაინც მოხვდება.