დატყვევებული რუსი ოფიცრების თქმით, მიმდინარე იერიში გარღვევის ბოლო მცდელობაა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დატყვევებული რუსი ოფიცრები დაკითხვებზე ამბობენ, რომ სარდლობა საოკუპაციო არმიის მიმდინარე იერიშს ფრონტის გარღვევის ბოლო მცდელობად აფასებს - საზაფხული კამპანიის მიზანი უკრაინის წინააღმდეგობის და საბროლო სულისკვეთების გატეხვაა.
State Of Play: ამის შესახებ ჟურნალი The Economist საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით რუსეთის არმიის იერიშის შესახებ მომზადებულ მასალაში წერს - უკრაინის არმიაში განსხვავებულად აფასებენ ფრონტის გარღვევისა შანსს და რისკებს.
- "ხორცსაკეპ მანქანაში ჩაყრილ ჯარისკაცებს მეთაურები ეუბნებიან, რომ მიმდინარე იერიში ბოლო მიწოლაა, მიზანი კი უკრაინის მორალის გატეხვაა"- ამბობს მიხაილო კრემეტიუკი, რომელიც უპილოტო სისტემების ელიტურ დანაყოფ ტაიფუნის მეთაურია.
- კრემეტიუკის თქმით, 10 ახალი რეკრუტირებულიდან 8 ბრძოლის ველზე კვდება, თუმცა ეს რუს მეთაურებს "დიდად არ ადარდებთ" - უკრაინული წყაროების ცნობით, რუსეთი ყოველთვიურად 10-15 ათასით მეტ ჯარისკაცს არაკრუტებს, ვიდრე უკრაინა.
Big Picture: უკრაინული დაზვერვის შეფასებით, რუსეთის იერიშის ძირითადი მიმართულება პოკროვსკი და კონსტანტინოვკა იქნება. სუმის ოლქში, რომელშიც რუსეთი უკვე 120 კვადრატულ კილომეტრს აკონტროლებს უკრაინელი სამხედროების თქმით, მეორადი მნიშვნელობისაა და ე.წ. ბუფერული ზონის შექმნის შემდეგ, რუსეთი რესურსებს ზაპორიჟიისა და დონეცკის ოლქში გადაისვრის.
- სპეცრაზმის ოფიცერი და რადას დეპუტატი, რომან კოსტენკო ჟურნალთან საუბარში ვარაუდობს, რომ საოკუპაციო არმიის საზაფხული არ იქნება წარმატებული - "მათი ბოლო დიდი იერიში მარიუპოლი იყო, მათ 3 წელია კონსტანტინოვკა ვერ დაიკავეს, რა სტრატეგიაზე ვსაუბრობთ."
- სხვა ოფიცრები უფრო ფრთხილები არიან და რუსეთის არმიაში მომხდარ ტექნოლოგიურ ცვლილებებზე მიუთითებენ - "ჩვენი უპირატესობა დრონებში ნელ-ნელა ეროზიას განიცდის, გარკვეულ ასპექტში რუსები დრონების მარათონში წინაც გავიდა"- ამბობს უკრაინის 93-ე მექანიზებული ბრიგადის ოფიცერი, ედუარდი.
Context: ფრონტის გარღვევას ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს მასალის ავტორიც, თუმცა უმნიშვნელო წინსვლამაც შესაძლოა ვლადიმირ პუტინი ომის გაგრძელების აუცილებლობაში დაარწმუნოს. ავტორების შეფასებით დიპლომატიას რეალური შანსი მხოლოდ იმ შეთმხვევაში ექნება, თუ ფრონტი დასტაბილურდება.
- რუსეთის არმიის ახალი იერიშის დაწყების შესახებ განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მაისის შუა რიცხვებში. ამერიკული დაზვერვის შეფასებით მიმდინარე იერიში რუსეთისთვის შესაძლოა ბოლო მასშტაბურ ოპერაცია იყოს, რადგანაც დანაკარგები აჭარბებს ხელმისაწვდომ რესურსებს.
- მიუხედავად ამისა, არმიის წინსვლა კრემლს მყარი უპირატესობის განცდას უქმნის, რაც თავის მხრივ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებისთვის ხელისშემშლელი ფაქტორია და რუსეთი კვლავ მაქსიმალისტურ მოთხოვნებს აჟღერებს.
Go Deeper: მაისში რუსეთის არმიის წინსვლის ტემპი უკრაინაში საგრძნობლად გაიზარდა