მაისში რუსეთის არმიის წინსვლის ტემპი უკრაინაში საგრძნობლად გაიზარდა

გასული თვის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო არმია უკრაინაში ჯამურად 457 კვადრატული კილომეტრი დაიკავა, რაც გასული წლის ნოემბრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
State Of Play: ამის შესახებ უკრაინის გენშტაბთან დაახლოებული OSINT პროექტის, Deep State-ის მონაცემები მეტყველებს. ყველაზე დიდი ტერიტორია (270 კვადრატული მეტრი) საოკუპაციო არმიამ ტორეცკისა და პოკროვსკის ირგვლივ დაიკავა.
- გასული 2 კვირის განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა რუსეთის წინსვლის ტემპი სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ, სუმის ოლქში - იმავე Deep State-ის მონაცემებით, 1 ივნისისთვის რუსეთი სუმის ოლქში 121 კვადრატულ კილომეტრს აკონტროლებდა.
- სამხედრო ექსპერტები წინსვლის ტემპის მატებას სინოპტიკური პირობების გაუმჯობესებით, მწვანე საფარის მატებითა და საოკუპაციო არმიის მიერ დრონების ეფექტური გამოყენებით ხსნიან.
- ანალიტიკოსების შეფასებით რუსეთის არმია ხშირად იყენებს დრონებს ახალ მოდელებს, მათ შორის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით აღჭურვილ აპარატებს და კურსკის ოპერაციის მაგალითზე მტკივნეულ დარტყმებს ახორციელებენ უკრაინული არმიის ლოჯისტიკურ ცენტრებზე.
Big Picture: რუსეთის არმიის წინსვლის ტემპი გასული წლის დეკმებრიდან მოყოლებული მიმდინარე წლის მარტის ჩათვლით მცირდებოდა, თუმცა ბოლო 2 თვის განმავლობაში, კურსკში უკრაინული პლაცდარმის ლიკვიდირების პარალელურად რუსეთის არმიის წინსვლის ტემპი ეტაპობრივად იზრდებოდა.
- ექსპერტების შეფასებით საზაფხულო კამპანიის ფარგლებში მოსალოდნელია, რომ რუსეთი იერიშს ფრონტის იმ მონაკვეთებზე გააგრძელებს, რომლებზეც უკვე აქვს გარკვეული წარმატება, მათ შორის უპირველესად პოკროვსკისა და სუმის მიდამოებში.
- უკრაინული წყაროების ცნობით, ფრონტის ამ მონაკვეთებზე ვითარება კრიტიკულს უახლოვდება და რუსეთი ცდილობს მნიშვნელოვანი ქალაქების რკალში მოქცევას.
Context: რუსეთის არმიის ახალი იერიშის დაწყების შესახებ განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მაისის შუა რიცხვებში. ამერიკული დაზვერვის შეფასებით მიმდინარე იერიში რუსეთისთვის შესაძლოა ბოლო მასშტაბურ ოპერაცია იყოს, რადგანაც დანაკარგები აჭარბებს ხელმისაწვდომ რესურსებს.
- მიუხედავად ამისა, არმიის წინსვლა კრემლს მყარი უპირატესობის განცდას უქმნის, რაც თავის მხრივ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებისთვის ხელისშემშლელი ფაქტორია და რუსეთი კვლავ მაქსიმალისტურ მოთხოვნებს აჟღერებს.
Go Deeper: რუსეთი ხარკივი-სუმის რაიონში კონცენტრაციას ზრდის და ზაფხულის კამპანიას ამზადებს