Mirror: ბრიტანეთი მზად არის უკრაინაში 600 სპეცრაზმელი გაგზავნოს

 

გაერთიანებული სამეფო რუსული საფრთხის ფონზე მზად არის უკრაინაში 600 სამხედრო გაგზავნოს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Mirror წერს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ოპერატიულ ჯგუფში SAS-ის სპეცდანაყოფი და სადესანტო პოლკის მებრძოლები იქნებიან. უკრაინაში მათი გაგზავნა უახლოეს მომავალში იგეგმება.

ჯგუფის მომზადება მას შემდეგ დაიწყო, რაც ბრიტანული სპეცსამსახურის, MI6-ის ხელმძღვანელმა მთავრობას აცნობა, რომ ვლადიმირ პუტინის ქმედებები უკრაინისა და დასავლეთისთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს.

აღნიშნულ დანაყოფში სპეცრაზმელებთან ერთად იქნებიან ექიმები, ინჟინრები, კომუნიკაციის სპეციალისტები და მე-16 საჰაერო-სადესანტო ბრიგანდის 400 მედესანტე.

წყაროს ცნობით, სამხედროები მისიისთვის უკვე მზად არიან.

ბოლო რამდენიმე კვირაა უკრაინის საზღვართან რუსეთმა სამხედროების მობილიზება დაიწყო. გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის საზღვართან 100 000-მდე რუსი სამხედროა მობილიზებული

 

 

მსგავსი სიახლეები